Home » 2019 » September (page 29)

Monthly Archives: September 2019

„ბიზნესთან გაცილებით მეტი ურთიერთთანამშრომლობისა და მოსმენის რეჟიმში ვიქნებით“

„ბიზნესთან გაცილებით მეტი ურთიერთთანამშრომლობისა და მოსმენის რეჟიმში ვიქნებით“

ჩვენ ბიზნესთან გაცილებით მეტი ურთიერთთანამშრომლობისა და მეტი მოსმენის რეჟიმში ვიქნებით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელსაც არაერთხელ გაესვა ხაზი ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ სამთავრობო პროგრამის წარდგენისას. მისივე თქმით, ბიზნესი არის ქართული ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და მომავალში მეტი აქცენტი გაკეთდება სწორედ ბიზნესთან დიალოგზე. ფინანსთა ...

Read More »

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 53.7%-ით შემცირდა

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 53.7%-ით შემცირდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მე-2 კვარტალში 187.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება. 2019 წლის საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი – მჯერა, რომ ლარი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას

ფინანსთა მინისტრი - მჯერა, რომ ლარი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას

როდესაც ეკონომიკა დარტყმას იღებს, როგორც წესი ლარის კურსი ღრუბელის ფუნქციას აკეთებს, პირველ დარტყმას ეგ იღებს, – ასე აფასებს ფინანთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას. მაჭავარიანის თქმით, მას სჯერა ლარის გამყარების, რადგან ეკონომიკა ჯანმრთელია. „მჯერა, რომ ლარი გამყარებისკენ დაიწყებს სვლას. ეს არ არის მარტო შინაგანი რწმენა ან სურვილი. როდესაც ეკონომიკა დარტყმას იღებს, როგორც წესი კურსი ღრუბელის ფუნქციას აკეთებს, პირველ დარტყმას ეგ იღებს. რა ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“ 2019 წლის აგვისტოს თვის სახიფათო გაზდანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას აქვეყნებს

კომპანია „თბილისი ენერჯი“ აბონენტების უსაფრთხოებისთვის ინტენსიურად ახორციელებს საცხოვრებელი ფართებისა და გაზგაყვანილობის, კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარების შემოწმებას. კომპანიის სპეციალისტებმა აგვისტოს თვეში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში სულ 2455 დარღვევა აღმოაჩინეს. მათ შორის უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარებია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ აბონენტთა უმეტესობა უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კი – ჩასხნილი. თუმცა პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ ...

Read More »

„ქვეყანაში სამუშაო ადგილები უნდა შექმნას თავისუფალმა, ეფექტურმა და სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესმა“

„ქვეყანაში სამუშაო ადგილები უნდა შექმნას თავისუფალმა, ეფექტურმა და სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესმა“

დღეს, ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილები უნდა შექმნას თავისუფალმა, ეფექტურმა და სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ფრაქციის ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. გახარიას განცხადებით, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის სიღარიბე ყველაზე დიდი გამოწვევაა. მან ასევე აღნიშნა, რომ სიღარიბის შემცირების დინამიკა ფიქსირდება, თუმცა ეს არ არის საკმარისი. „სიღარიბის დაძლევის ერთადერთი საშუალება გახლავთ დამატებითი სამუშაო ადგილების ...

Read More »

მგზავრობა კიდევ გაძვირდება, კომპანიები და მძღოლები წაგების ზღვარზე მუშაობენ

მგზავრობა კიდევ გაძვირდება, კომპანიები და მძღოლები წაგების ზღვარზე მუშაობენ

ლარის კურსის გაუფასურების გამო, შიდა საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფასის გაზრდა გარდაუვალია. ამის მიზეზი კი იმპორტირებული საწვავია, რომლის ღირებულებაც ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად იზრდება. სფეროს წარმომადგენლები და სპეციალისტები მგზავრობის ტარიფების კიდევ უფრო მატებას ვარაუდობენ, თუკი ვითარება მყისიერად არ გამოსწორდება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი დაბალ ნიშნულზე დასტაბილურდა, ამას ასახვა ქართულ ბაზარზე არ ჰქონია, რადგან 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ლარი ...

Read More »

გიორგი ლომია – მთავრობა პიარის კუთხით ძალიან ცუდად მუშაობს

გიორგი ლომია - მთავრობა პიარის კუთხით ძალიან ცუდად მუშაობს

ძალიან ცუდად მუშაობს თქვენი მთავრობა პიარის კუთხით, პირდაპირ გეუბნებით, – ასე მიმართა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსისა და სოციალ-დემოკრატების“ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი ლომიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას. მისი თქმით, ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, რაც ძალიან ცუდია და მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს. შესაბამისად, მისი თქმით, „პატრიორტთა ალიანსი“ ინიციატივით გამოდის, რეზინის ტყვიები საერთოდ აიკრძალოს. „გამოვდივართ ინიციატივით, ...

Read More »

შსს რეგულაციებს ამკაცრებს – საგზაო მოძრაობის წესების რომელ დარღვევებზე გაგეზრდებათ პასუხისმგებლობა

შსს რეგულაციებს ამკაცრებს - საგზაო მოძრაობის წესების რომელ დარღვევებზე გაგეზრდებათ პასუხისმგებლობა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, რეგულირება მკაცრდება. ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში სამთავრობო გეგმის ფარგლებშია წარდგენილი. მათ შორის ცვლილებები გულისხმობს სიმთვრალეზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას. „პროექტის თანახმად, საგზაო უსაფრთხოების სფეროში, პასუხისმგებლობა მკაცრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელ რიგ მუხლებზე და ხდება დასჯადი ქმედებების გაფართოება. მათ შორის, ცვლილებები ითვალისწინებს პასუხისმგებლობის გამკაცრებას სიმთვრალის მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაჭარბებული ...

Read More »

გიორგი გახარია – ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა ომის გარეშე

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა ომის გარეშე

უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენი მიზანი პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა ომის გარეშე, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წინაპირობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა. აღნიშნულით, ის „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი წევრის, ადა მარშანიას გამოსვლას გამოეხმაურა. როგორც გახარიამ განმარტა, ქვეყნის ძირითადი პრობლემა ტერიტორიული მთლიანობაა. „მე ვფიქრობ, ეს ერთმნიშვნელოვნად არის საკითხი, რომელზეც არამხოლოდ ხელისუფლება, არამედ, საზოგადოებაც შეთანხმებულია და როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ...

Read More »

გახარია – ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე

გახარია - ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე

„ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს ერთმნიშვნელოვნად იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ 20 ივნისთან დაკავშირებით, ფრაქციის ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ ტერმინის დასამკვიდრებლად. როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში ყოფნა და ამ თემასთან დაკავშირებით დეპუტატების დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად არიან ისინი ...

Read More »