Home » 2019 » September (page 21)

Monthly Archives: September 2019

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – რეგულაციები ევოლუციის პროცესია, მაგრამ თანაზომიერი უნდა იყოს

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – რეგულაციები ევოლუციის პროცესია, მაგრამ თანაზომიერი უნდა იყოს

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი რეგულაციების დანერგვა ევოლუციის პროცესია და საქართველოს ეკონომიკას სამომავლოდ დიდ სიკეთეს მოუტანს, მაგრამ თანაზომიერი უნდა იყოს, ამის შესახებ კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა. გადაცემაში ახალი მთავრობის მიმართ ბიზნესის მოლოდინი საკითხი განიხილეს. გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი მკვეთრად შემცირდა. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ბიზნესის ნაწილი და თავად ...

Read More »

2017 წლის მდგომარეობით სახელმწიფო ავტოპარკის 16 189 ავტომანქანის მომსახურების ხარჯმა 128 250 392 ლარი შეადგინა

2017 წლის მდგომარეობით სახელმწიფო ავტოპარკის 16 189 ავტომანქანის მომსახურების ხარჯმა 128 250 392 ლარი შეადგინა

2017 წლის მდგომარეობით სახელმწიფო ავტოპარკში 16 189 ავტომანქანა ირიცხებოდა, რომელთა მომსახურების ხარჯმა 128 250 392 ლარი შეადგინა. ამის შესახებ სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების უწყებათაშორისი სისტემური შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. მონაცემების თანახმად, აღმასრულებელ ხელისუფლებას 13 226 მანქანა ჰყავდა, რომლის მომსახურებაზე 103 423 792 ლარი იხარჯებოდა. 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბალანსზე 2 171 ავტომანქანა იყო, რომელთა მომსახურებაზე 16 961 776 ლარი ...

Read More »

ერდოღანი – დონალდ ტრამპთან ამერიკული რაკეტების შესყიდვის საკითხს განვიხილავ

ერდოღანი - დონალდ ტრამპთან ამერიკული რაკეტების შესყიდვის საკითხს განვიხილავ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე ის თურქეთის მიერ აშშ-სგან “პატრიოტის” ტიპის რაკეტების შეძენის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა სააგენტოს განუცხადა, მან აღნიშნული საკითხი ორი კვირის წინ დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის დროსაც განიხილა და განხილვის გაგრძელებას მომავალ კვირას, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის დროსაც გეგმავს. რეჯეფ ...

Read More »

დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 17%-ით გაიზარდა

დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 17%-ით გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცულ ტერიტორიებზე, მიუხედავად ქვეყანაში ტურიზმის სექტორში შექმნილი პრობლემისა, ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართელოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 2019წლის 8 თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა და 889 321 შეადგინა. ტერიტორიებს თანაბარი რაოდენობის ქართველი და უცხოელი ვიზიტორები ესტუმრნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, ...

Read More »

საქართველოში პირველად, ყურძნის საკრეფი კომბაინი შემოიტანეს

საქართველოში პირველად, ყურძნის საკრეფი კომბაინი შემოიტანეს

საქართველოში პირველად, მოსავალს ყურძნის საკრეფი კომბაინით იღებენ. „ჭკვიანი ტექნიკა“ კახეთში, სოფელ კონდოლში, “თელავის ღვინის მარნის” კუთვნილ ვენახებში საქმეს უკვე შეუდგა. კომბაინი მხოლოდ მარცვალს იღებს და მოსავლის აღება დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუძლია. ყურძნის საკრეფი კომბაინი საფრანგეთშია წარმოებული. ინფორმაციას ამის შესახებ agro.jrc.ge ავრცელებს.

Read More »

Audi-ს ახალ ავტომობილს გზას ფარების ნაცვლად დრონები გაუნათებენ

Audi-ს ახალ ავტომობილს გზას ფარების ნაცვლად დრონები გაუნათებენ

გერმანულმა კომპანიამ Audi-მ ფრანქფურტის 68-ე საერთაშორისო ავტოსალონზე წარმოადგინა კონცეპტუალური ელექტრომობილი Audi AI: Trail-ი, რომელსაც ფარები არ აქვს. ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს. ფარების ფუნქციას შუქდიოდურ ელემენტებზე მომუშავე ხუთი სამკუთხა დრონი შეასრულებს, რომლებიც ავტომობილის წინ იფრენენ, გზას გაანათებენ და ჩაშენებული კამერებიდან ვიდეოგამოსახულებას ავტომობილის მონიტორზე გადასცემენ. კომპანიის ინფორმაციით, AI: Trail-ი მაღალი გამავლობის ავტომობილია, რომლის უკანა სავარძლების მოხსნა და მათი ჰამაკების სახით გამოყენება არის შესაძლებელი. ერთი დამუხტვით ავტომობილი 400-500 კილომეტრს გაივლის. დაიწყება თუ არა ოდესმე კონცეპტის მიხედვით ავტომობილების სერიული წარმოება, ჯერჯერობით უცნობია. ...

Read More »

თუ ლარის ეფექტური კურსი არ გამყარდა, წლის ბოლომდე ინფლაცია დაახლოებით 7%-ით განისაზღვრება – თიბისი კვლევები

თუ ლარის ეფექტური კურსი არ გამყარდა, წლის ბოლომდე ინფლაცია დაახლოებით 7%-ით განისაზღვრება - თიბისი კვლევები

მას შემდეგ რაც საგარეო სექტორი ძლიერი იყო და სებ-ი რეკორდულად მაღალი ოდენობის სავალუტო რეზერვებს ყიდულობდა, რუსეთიდან ფრენების აკრძალვამ და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესუსტებამ საგარეო სექტორის დინამიკაზე ნეგატიურად იმოქმედა. ამასთან, საგარეო ბალანსი მაინც ზომიერად ძლიერი რჩება. საკუთრივ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება იმავე პერიოდში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებამ სრულად გადაფარა. ისევე, როგორც ივლისის ტურიზმის კლებაზე გაცილებით მეტი იყო ამავე თვეში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება. ...

Read More »

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება - უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება

პარლამენტი ძალიან მალე ცვლილებებს დაამტკიცებს და მწეველებს იანვრიდან დამატებითი თავსატეხი გაუჩნდებათ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტ შორის ფასთა სხვაობა აღარ იარსებებს და ფაქტრობრივად, ერთმანეთს უთანაბრდება. იანვრიდან გაძვირდება თუთუნიც. მიზეზი პარლამენტში შეტანილი კანონპროეტ ის ცვლილებებია, რომლითაც ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი უქმდება. მწეველები ახალი წლიდან უარეს დღეში ჩაცვივდებიან. დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით 500 გრამზე მეტი მოცულობით დაჭრილი თამბაქოს იმპორტი აქციზურ დაბეგვრას არ ექვემდებარება. მას ...

Read More »

ვინ არის ქართველი ქალი, რომელმაც რუსეთის ბიუჯეტიდან 1 მილიარდი რუბლი მოიპარა

ვინ არის ქართველი ქალი, რომელმაც რუსეთის ბიუჯეტიდან 1 მილიარდი რუბლი მოიპარა

55 წლის ელენე კვიმსაძეზე რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მას თანამზრახველებთან ერთად განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობა ედება ბრალად. საერთო ჯამში საუბარია დაღესტნის ბიუჯეტიდან თითქმის 1 მილიარდი რუბლის მითვისებაზე. ქართველი ქალის პირადი მონაცემები ინტერპოლის საიტზე წითელი ცირკულარით აიტვირთა. ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება დაღესტნის საგანმანათლებლო დაწესებულებების კომპიუტერებით აღჭურვას, საიდანაც რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილის, ივან სუდორუკის ინფორმაციით, 97 მილიონი რუბლის მითვისება მოხდა. დანაშაულებების ...

Read More »

ვანო ჩხარტიშვილი – ბატონი ბიძინას ამ საქმეში ჩართვა სახელმწიფოებრივი ინტერესების გამო მოხდა

ვანო ჩხარტიშვილი - ბატონი ბიძინას ამ საქმეში ჩართვა სახელმწიფოებრივი ინტერესების გამო მოხდა

ბიზნესმენი ვანო ჩხარტშვილი მამუკა ხაზარაძის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. მამუკა ხაზარაძემ 12 სექტემბერს თქვა, რომ ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დახმარებით “თიბისი ბანკისგან” 30 მილიონი დოლარის მიღებას ცდილობდა. ჩხარტიშვილი “თიბისი ბანკის” დამფუძნებელს ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ხაზაძესთან დავა შეწყვიტა და ამით საფინანსო ინსტიტუტისადმი ნდობის დაკარგვა არ დაუშვა. ჩხარტიშვილი ადასტურებს, რომ ხაზარაძესთან საქმის მოგვარებაში ბიძინა ივანიშვილიც იყო ჩართული. “ახალი პარტიის დამფუძნებელი თავის ...

Read More »