Home » 2019 » September (page 20)

Monthly Archives: September 2019

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე – დაგეგმილი სახით შრომის კოდექსის ცვლილება შრომის არალეგალურ ბაზარს გაააქტიურებს

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე - დაგეგმილი სახით შრომის კოდექსის ცვლილება შრომის არალეგალურ ბაზარს გაააქტიურებს

სამუშაო შეხვედრაზე – „შრომითი უფლებები საქართველოში: ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები“ საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გურამ გიორგაძე და საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერასაქართველოში“ (PROLoG), შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესომბუდსმენის პრესსამსახურიდან აცნობეს. ...

Read More »

ვასილ სოფრომაძე – ვადასტურებ, რომ ბიზნესზე არის ზეწოლა

ვასილ სოფრომაძე - ვადასტურებ, რომ ბიზნესზე არის ზეწოლა

ბიზნესზე არის ზეწოლა, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ვასილ სოფრომაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეომიმართვაში ვასილ სოფრომაძე ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც თავისუფალ ბიზნესგარემოს ეხებოდა. ვასილ სოფრომაძის თქმით, ივანე მაჭავარიანის მინისტრობის პერიოდში მის კუთვნილ ბიზნესს „გაუგონარი სარჩელი“ წარედგინა, სოფრომაძის მტკიცებით ზეწოლა ახლაც გრძელდება და ისინი საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებენ. „დიახ, ვადასტურებ ბატონო ივანე, ვადასტურებ, რომ ბიზნესზე არის ზეწოლა. თქვენი ფინანსთა მინისტრობის პერიოდში საგადასახადომ ...

Read More »

„როგორც კი რუსული ტამანის პორტის მშენებლობა დაიწყება, ანაკლია აქტუალობას დაკარგავს“

„როგორც კი რუსული ტამანის პორტის მშენებლობა დაიწყება, ანაკლია აქტუალობას დაკარგავს“

12 სექტემბერს ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” დააფუძნა და ოქტომბერში პარტიის დაფუძნებაც დააანონსა. მან ტელეინტერვიუებში ბევრ თემაზე ისაუბრა, თუმცა “კვირის პალიტრასთან” მრავალ ისეთ საკითხზე ლაპარაკობს, რომლებზეც ტელეეთერში არ უთქვამს და ეს განცხადებები დიდ რეზონანსს გამოიწვევს ქართულ პოლიტიკაში. – თქვენ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” პრეზენტაციაზე განაცხადეთ, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმია გამეფებული. სხვათა შორის, ეს ნიჰილიზმი, პირველ რიგში, პოლიტიკას ეხება. საზოგადოების ნაწილი ეჭვით ...

Read More »

II კვარტალში საშუალო ხელფასი 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა

II კვარტალში საშუალო ხელფასი 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია. კერძოდ, მონაცემების მიხედვით საშუალო ხელფასი 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო დარგში ფიქსირდება. კერძოდ, ამ სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 393.6 ლარია; იმ პირთა ხელფასი ვინც პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებს ეწევა – 1 900.4 ...

Read More »

„გაზაფხულზე შევქმნით „ჩრდილოვან კაბინეტს”- საზოგადოებამ წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნება პრემიერი და მინისტრები“

„გაზაფხულზე შევქმნით „ჩრდილოვან კაბინეტს"- საზოგადოებამ წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნება პრემიერი და მინისტრები“

როგორც კი პარტიას დავაფუძნებთ, მის ხელმძღვანელ ბირთვს პრაიმერის საშუალებით ავირჩევთ, რაც საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან“ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გაზაფხულზე, ასევე შეიქმნება „ჩრდილოვანი კაბინეტი“, რომელიც 12 ლიდერის მიერ შექმნილ პროგრამას დაეყრდნობა. „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მცირე მთავრობის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას „ამხელა მთავრობა არ ...

Read More »

ხაზარაძე – გახარია იყო ადამიანი, რომელიც მინისტრის რანგში ანაკლიის განვითარების გეგმას ეწინააღმდეგებოდა

ხაზარაძე - გახარია იყო ადამიანი, რომელიც მინისტრის რანგში ანაკლიის განვითარების გეგმას ეწინააღმდეგებოდა

გახარია იყო ადამიანი, რომელიც მინისტრის რანგში აშკარად ეწინააღმდეგებოდა ანაკლიის განვითარების გეგმას და ეს უცხოელ დიპლომატებთანაც არაერთხელ უთქვამს,- ამის შესახებ ბიზნესმენმა, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მამუკა ხაზარაძის თქმით, ყველაფერი იქით მიდის, რომ ანაკლიის პროექტის კონტრაქტი გაწყდეს. ამასთან ხაზარაძე აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პროექტის ინვესტორები ოთახიდან გამოაგდო. „როდესაც მინისტრი ხარ და ასეთი მნიშვნელობის პროექტს არ აჩქარებ, თუნდაც იმიტომ, რომ დაასწრო ...

Read More »

საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ოცეულში მე-7 ადგილს იკავებს

საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ოცეულში მე-7 ადგილს იკავებს

საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ოცეულში მე-7 ადგილს იკავებს. ამის შესახებ ვებგვერდი Chefspencil-ი წერს. ავსტრალიურ გამოცემას აინტერესებდა რამდენად პოპულარულია დიეტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამისთვის მათ სერვის Google Trends-ს მიმართეს. მისი მეშვეობით გარკვეული სიტყვის ძიების პოპულარობის დადგენა შეიძლება. სერვისი სხვადასხვა ენაზე გაკეთებულ მოთხოვნებს ითვალისწინებს. საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი „დუკანის დიეტა“ აღმოჩნდა, რომლის მიმდევრებიც ნახშირწყლების მცირე რაოდენობას იღებენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დიდი პოპულარობით გასახდომი ჩაიც სარგებლობს. ყველაზე ხშირად კი დიეტების ...

Read More »

16 სექტემბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილებით მოძრაობა ცალმხრივად აღდგება

16 სექტემბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილებით მოძრაობა ცალმხრივად აღდგება

ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო მონაკვეთზე ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება გრძელდება . სამუშაოები კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მიმდინარეობს, სადაც 16 სექტემბრიდან ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგება და გადაადგილება შესაძლებელი იქნება. მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით. ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. „16 სეტემბერს პირველი მონაკვეთი ვარაზის ხევიდან პიქსელის შენობამდე იქნება მოწყობილი, რომ გადაადგილება იყოს შესაძლებელი. ჩვენ დანაპირებს ვასრულებთ. ასევე დასრულდა მიწისქევშა ...

Read More »

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – სამთავრობო ბიუროკრატიაში ბიზნესისგან განსხვავებული დროის აღქმაა

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - სამთავრობო ბიუროკრატიაში ბიზნესისგან განსხვავებული დროის აღქმაა

ქართული ბიზნესი ახალი მთავრობისგან ელოდება, რომ მისი სიტყვა და საქმე ერთი იყოს. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალმა მთავრობამ მკაფიო გზავნილები გააკეთოს, რაც კერძო სექტორს დაამშვიდებს, რადგან სამთავრობო ცვლილებები გარკვეულ ღელვას იწვევს, – ამის შესახებ კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა. გადაცემაში ახალი მთავრობის მიმართ ბიზნესის მოლოდინი, ასევე ზოგადად ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობა და ...

Read More »

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – სწორი ინფორმაციის მიწოდება ლარზე წნეხს შეამცირებს

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - სწორი ინფორმაციის მიწოდება ლარზე წნეხს შეამცირებს

ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით სპეკულაციების წნეხი რომ შემცირდეს, ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ სწორი ინფორმაცია უნდა გასცენ, – ამის შესახებ კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა. გადაცემაში ახალი მთავრობის მიმართ ბიზნესის მოლოდინი და კერძო სექტორის ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ირგვლივ არსებული გამოწვევები განიხილეს. ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ და გადაცემის თანაწამყვანმა, ლევან კალანდაძემ აღნიშნა, რომ ლარის კურსის რყევა როგორც ჩანს, მხოლოდ ...

Read More »