Home » 2019 » September (page 18)

Monthly Archives: September 2019

სემეკის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურაა წარდგენილი

სემეკის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურაა წარდგენილი

პარლამენტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა წარედგინა. სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. დავით ნარმანია 2014 – 2017 წლებში თბილისის მერის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2017 წლის 22 დეკემბრს დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ...

Read More »

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი წარადგინა

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი წარადგინა

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი წარუდგინა. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, „მოძრაობაში საკმაოდ სერიოზული ადამიანები არიან წარმოდგენილი“. „ლელოს“ წევრები არიან: 1. ლანა გალდავა- საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ლელოს” იურისტი; 2. ლევან ბოძაშვილი- უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი; 3. თეონა დოლენჯაშვილი- მწერალი; 4. კახა კოჟორიძე- იურისტი; 5. მედეა მეტრეველი- ფილოლოგი; 6. გიგა გუგუშვილი-მხატვარი, პროფესორი; 7. საბა ბუაძე – “სამოქალაქო მოძრაობის” წევრი; 8. გიგლა მიქაუტაძე- ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე – პარტიის ლიდერებს „პრაიმერის“ პრინციპით შევარჩევთ

მამუკა ხაზარაძე - პარტიის ლიდერებს „პრაიმერის“ პრინციპით შევარჩევთ

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დაფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მისი პოლიტიკური პარტიის ლიდერები „პრაიმერის“ პრინციპით იქნებიან შერჩეულები. ამის შესახებ ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის 12 წევრის პრეზენტაციაზე განაცხადა. ხაზარაძემ ასევე განმარტა, რომ საზოგადოებრივ მოძრაობასა და პოლიტიკურ პარტიას შორის არავითარი კავშირი არ არის და პარტია ცალკე დაფუძნდება. „ჩვენ ყველა წევრს წარვადგენთ, რომლებიც შემოგვიერთდებიან და ეს წევრები იქნებიან ყველა სფეროს პროფესიონალები, ადამიანები, რომლებიც თავის საქმეს ღირსეულად, სიყვარულით და მომავლის ...

Read More »

მიხეილ ბატიაშვილი – მაიკროსოფტის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა

მიხეილ ბატიაშვილი - მაიკროსოფტის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა

მაიკროსოფტის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა. მასში უკვე არსებობს მილიონი ქართული წინადადება, რომელსაც ისეთივე გაზრდა სჭირდება, როგორც ჩვენს მოსწავლეებს, – ამის შესახებ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა, სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. ამასთან, მაიკროსოფტის რეგიონულმა დირექტორმა, გენერალურმა მენეჯერმა კალინ დიმტჩევმა განათლების რეფორმა ტექნოლოგიების მიმართულებით დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავრობას გააჩნია ამბიციური და პროგრესული გეგმა, ...

Read More »

მერსედეს ვერა მარტინი – საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა საკმაოდ მყარია

მერსედეს ვერა მარტინი - საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა საკმაოდ მყარია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას – ეკონომიკის ზრდის ტემპის მდგრადობას, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებასა და ქვეყნის სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს პოზიტიურად აფასებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინის შეხვედრაზე აღინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბრისას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მიმდინარეობა და 2020 წლის ძირითადი ფისკალური მაჩვენებლები განიხილეს. მათივე ცნობით, ...

Read More »

კვლევის თანახმად, კაცებისთვის სასურველი მინიმალური ხელფასი საშუალოდ 823 ლარი, ქალებისთვის კი – 643 ლარია

კვლევის თანახმად, კაცებისთვის სასურველი მინიმალური ხელფასი საშუალოდ 823 ლარი, ქალებისთვის კი - 643 ლარია

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობისთვის მისაღები ხელფასი საშუალოდ 719 ლარია. კერძოდ, მონაცემების თანახმად, იმ გამოკითხულთა უმრავლესობა რომელთა ასაკი 18-34 წელია მინიმალურ ხელფასად, რაზეც მუშაობას დათანხმდებოდა 782 ლარს ასახელებს, 35-54 ასაკის რესპონდენტები 775 ლარს, 55+ ასაკის რესპონდენტები კი მინიმალურ ხელფასად 591 ლარს ასახელებენ. NDI-მ მინიმალური ხელფასის საკითხი გენდერულ ჭრილშიც გამოიკვლია. მონაცემების თანახმად, კაცებისთვის სასურველი მინიმალური ხელფასი საშუალოდ 823 ლარი, ქალებისთვის კი ...

Read More »

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია

ვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24 პროცენტი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი პრობლემა ექიმებისა და პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, ხოლო 14 პროცენტი მიიჩნევს, რომ სამედიცინო მომსახურებისა და ექიმთან ვიზიტების საფასური. კვლევის საველე სამუშაოები ...

Read More »

ელექტროენერგიის იმპორტი წელს 20%-ით გაიზარდა, ექსპორტი 59%-ით შემცირდა

ელექტროენერგიის იმპორტი წელს 20%-ით გაიზარდა, ექსპორტი 59%-ით შემცირდა

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა (ესკო) აგვისტოს თვის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. აგვისტოში ელექტროენერგიის იმპორტმა 119.17 მლნ კვტ.სთ შეადგინა, ექსპორტმა კი 0.08 მლნ კვტ.სთ. იანვარ-აგვისტოს მონაცემებით კი, იმპორტის მოცულობამ 835.19 მლნ კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც წინა წლის ამავე თვეების მაჩვენებელზე 20.5 პროცენტით მეტია. ამასთან, ექსპორტის მოცულობა 240.65 მლნ კვტ.სთ იყო, რაც 2018 წლის რვა თვეზე 59.1 პროცენტით ნაკლებია. ზაფხულის თვეებში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა ...

Read More »

ერდოღანის განცხადებით, ანკარა 3 მილიონი სირიელი ლტოლვილის სამშობლოში დაბრუნებას აპირებს

ერდოღანის განცხადებით, ანკარა 3 მილიონი სირიელი ლტოლვილის სამშობლოში დაბრუნებას აპირებს

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარა სამი მილიონი სირიელი ლტოლვილის სამშობლოში დაბრუნებას აპირებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ლტოლვილებს სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მოწყობილ ე.წ. უსაფრთხო ზონაში დააბრუნებენ. ბუფერული ზონაში უსაფრთხოებას აშშ და თურქეთი ერთობლივად იცავენ. სირიელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების შესახებ ერდოღანმა ანკარაში, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებთან გამართულ სამიტზე განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივაზე სირიელ ქურთ მებრძოლებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში თურქეთის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ ...

Read More »

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76% ყველაზე მეტ თანხას საკვებში ხარჯავს

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76% ყველაზე მეტ თანხას საკვებში ხარჯავს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76 პროცენტი ამბობს, რომ ყველაზე მეტ თანხას საკვებში ხარჯავს. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62 პროცენტი ამბობს, რომ საკუთარ შემოსავალს კომუნალურ ხარჯებში ხარჯავს, ამასთან, გამოკითხულთა 38 პროცენტი ამბობს, რომ ყველაზე მეტ თანხას წამლებში, ხოლო 30 პროცენტი საკუთარ შემოსავლებს სესხში, განვადებასა და იპოთეკაში ხარჯავს. კვლევის საველე სამუშაოები ...

Read More »