Home » 2019 » September » 30 (page 2)

Daily Archives: September 30, 2019

როგორ იზრდებოდა ქვეყნის სახელმწიფო ვალი – „ნაციონალური მოძრაობა“ VS „ქართული ოცნება“

2006-2012 წლებში მთლიანი სახელმწიფო ვალი 368%-ით გაიზარდა სახელმწიფო ვალის საკითხი ბოლო პერიოდში ხშირად ხდება სპეკულაციის საგანი, განსაკუთრებით პოლიტიკოსების მხრიდან. შესაბამისად სტატიის მიზანია საზოგადოებას გააცნოს რეალური ვითარება ქვეყნის საგარეო ვალთან დაკავშირებით. კერძოდ, რა კომპონენტებისგან შედგება ის, რომელმა ხელისუფლებამ აიღო უფრო მეტი ვალი, „ოცნებამ“ თუ „ნაციონალება“, რატომ შეიძლება იყოს პრობლემა სახელმწიფო ვალის ზრდა და რა არის ზღვარი, სადამდეც შეიძლება ის გაზარდოს ქვეყნის ...

Read More »

წყნეთში, 64-ჯერ გადათხრილი აფხაზეთის ქუჩის გზა, ისევ გასაკეთებელია

წყნეთში, 64-ჯერ გადათხრილი აფხაზეთის ქუჩის გზა, ისევ გასაკეთებელია

მენაშენთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი როსტომაშვილი სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს. როგორც იგი ჰყვება, თავის დროზე 1800 მეტრ მონაკვეთზე გზა ისე დაიგო, კომუნიკაციების პრობლემა არ მოგვარებულა. „წყნეთში, აფხაზეთის ქუჩაზე (ყოფილი გურამიშვილი), 2 წლის წინ დააგეს ახალი ასფალტი, სანამ დააგებდნენ, ერთ ერთ შეხვედრაზე, რომელსაც ვიცე მერი უძღვებოდა (სულ სხვა საკითხზე იყო შეხვედრა, GWP-ს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ) ვუთხარი, რომ კომუნიკაციები იყო შესაცვლელი, და ახალი საფარის დაგება “წყალში ...

Read More »

2018-2019 წლებში საქართველოში 22 763 აბორტი გაკეთდა

2018-2019 წლებში საქართველოში 22 763 აბორტი გაკეთდა

2018-2019 წლებში საქართველოში 22 763 აბორტი გაკეთდა. უფრო კონკრეტულად, როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2018 წელს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის 14 066 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 8 697. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს აბორტი 86 არასრულწლოვანს გაუკეთდა. ფაქტების ნახევარი თბილისში დაფიქსირდა. 2019 წელს კი 18 წლამდე პირთათვის სამედიცინო დაწესებულებებში აბორტის ...

Read More »

ფაროსანა უკან იხევს – თხილის მოსავალი წელს უვნებელია

ფაროსანა უკან იხევს - თხილის მოსავალი წელს უვნებელია

თხილის ექსპორტიდან წელს 110 მილიონი დოლარის შემოსავალს ველოდებით თხილის მოსავალი თითქმის დაბინავებულია. შეიძლება ითქვას, რომ წელს აზიური ფაროსანას განეტირალება მოხერხდა. შარშანდელთან შედარებით ხარისხი 3-4-ჯერ გაუმჯობესებულია, ხოლო ფასი უკვე გაორმაგებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევაზე – აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრა. “არ შეიძლება, არ აღინიშნოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, რაც ...

Read More »

ჩვენი ყურადღების ცენტრში გაისად, პირველ რიგში, ბაკურიანი იქნება – ნათია თურნავა

ჩვენი ყურადღების ცენტრში გაისად, პირველ რიგში, ბაკურიანი იქნება - ნათია თურნავა

მნიშვნელოვანი განვითარება იგეგმება ტურიზმის, განსაკუთრებით სამთო კურორტების მიმართულებით. ჩვენი ყურადღების ცენტრში გაისად, პირველ რიგში, ბაკურიანი იქნება, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ, რიგგარეშე სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. „ჩვენ წელს ბაკურიანში დავიწყეთ ახალი საბაგიროების მშენებლობა და ეს სამუშაო გაისად დასრულდება. გარდა ამისა, შეიქმნება მიმდებარე ახალი სასრიალო არეალი და ყველა თანდართული ინფრასტრუქტურა განვითარდება. ეს იქნება ევროპული სტანდარტის ინფრასტრუქტურა, რაც ...

Read More »

მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, სამართალდამცავებს, ჯარისკაცებს და ექიმებს ხელფასები, პენსიონერებს კი – პენსია ეზრდებათ

მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, სამართალდამცავებს, ჯარისკაცებს და ექიმებს ხელფასები, პენსიონერებს კი - პენსია ეზრდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტში ასაკით პენსიონერებისთვის, ასევე 18-წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსიის ზრდაა გათვალისწინებული. როგორც გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია 50-ლარით იზრდება. „პრინციპების დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18-წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის ...

Read More »

ბოკერია – სააკაშვილი მალე ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს

ბოკერია - სააკაშვილი მალე ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს

სააკაშვილი მალე ალბათ, ჩემი 9- წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს, – ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს. „ისე, ხუმრობის გარეშე, ნამდვილად ასეა, „ვარდების რევოლუციის“ როგორც მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე არის „ევროპული საქართველო“, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არა სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა,”- აღნიშნავს გიგა ბოკერია. დეპუტატი ამბობს, რომ ამაზე მეტს ახლა სააკაშვილის განცხადებაზე ვერაფერს იტყვის და ამ თემას ცალკე ...

Read More »

წაიკითხეთ ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარი სრულად

წაიკითხეთ ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარი სრულად

თეთრმა სახლმა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი უკრაინელი კოლეგის, ვოლოდიმირ ზელენსკის 25 ივლისის სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა. საუბრის მიხედვით ირკვევა, რომ ტრამპმა ზელენსკის რამდენჯერმე სთხოვა, გამოძიება ჯო ბაიდენის შვილით დაინტერესებულიყო. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დემოკრატების წამყვანი კანდიდატია და ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპისთვის ანგარიშგასაწევ კონკურენტად ითვლება. გარდა ჯო ბაიდენის შვილთან დაკავშირებული საკითხებისა, საუბარი უკრაინის განვითარებას, ანგელა მერკელს, ევროკავშირს და ...

Read More »

თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგების მიწოდება დროებით შეუწყდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგების მიწოდება დროებით შეუწყდება

სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგების მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „თბილისის გაზმომარაგების ქსელის ერთ-ერთ მონაკვეთზე, სამგორის რაიონში ახალ, პოლიეთილენის მილსადენზე გადართვის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები ამავე რაიონში საშუალო წნევის გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ინტენსიურად ატარებენ. კომპანია „თბილისი ენერჯი“ გაცნობებთ, რომ სარეაბილიტაციო, ავარიის სალიკვიდაციო და პროფილაქტიკური სამუშაოების გამო სამგორის რაიონში ...

Read More »