Home » 2019 » June » 27

Daily Archives: June 27, 2019

ირაკლი კოვზანაძე – წელს ინფლაციის დონის მიზნობრივი მაჩვენებლისგან საგრძნობი გადახრა ფიქსირდება

ირაკლი კოვზანაძე - წელს ინფლაციის დონის მიზნობრივი მაჩვენებლისგან საგრძნობი გადახრა ფიქსირდება

2019 წლის 5 თვეში საქართველოში ინფლაციის დონის მიზნობრივი მაჩვენებლისგან საგრძნობი გადახრა ფიქსირდება, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე განაცხადა. „ინფლაციამ უკვე 4.7% შეადგინა, ნაცვლად მიზნობრივი 3%-სა. წელს უკვე დაფიქსირდა ლარის რეკორდულად დაბალი კურსი მისი 24-წლიანი არსებობის განმავლობაში. როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია ნათქვამი და ეს კანონის მოთხოვნაა, ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე, მან უნდა უზრუნველყოს ფინანსური ...

Read More »

„რეფორმებისაგან არ უნდა დავიღალოთ, ეროვნულმა ბანკმა ადეკვატური პასუხები უნდა გასცეს არსებულ გამოწვევებს“

„რეფორმებისაგან არ უნდა დავიღალოთ, ეროვნულმა ბანკმა ადეკვატური პასუხები უნდა გასცეს არსებულ გამოწვევებს“

საქართველოს საბანკო სისტემა, უპირველეს ყოვლისა, კი ეროვნული ბანკი, მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობს, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის ფარგლებშიც „ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიში“ წარადგინეს. ირაკლი კოვზანაძის თქმით, დადებით რეპუტაციაზე მიუთითებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ქრისტინ ლაგარდის ვიზიტი საქართველოში და მხარდაჭერა, რომელიც მან ეროვნული ბანკისა და საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოხატა გატარებული რეფორმების გამო. ...

Read More »

იპოთეკურ სესხებზე რეგულაცია რბილდება – რა შემთხვევაში აიღებთ კრედიტს მარტივად

იპოთეკურ სესხებზე რეგულაცია რბილდება - რა შემთხვევაში აიღებთ კრედიტს მარტივად

იპოთეკური სესხების გაცემა მარტივდება საბანკო სისტემას შესაძლებლობა აქვს, ახალ ეტაპზე გადავიდეს და უფრო ეფექტიანად უზრუნველყოს მსესხებლის შემოსავლებისა და გადახდისუნარიანობის შეფასება, – ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული. ასოციაცია განმარტავს, რა იცვლება მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასებისას. „საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 24 დეკემბრის N281/04 ბრძანებით ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად, ნებადართულია ფიზიკური პირის შემოსავლის შესწავლა ბანკის შიდა პოლიტიკა-პროცედურების მიხედვით. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ...

Read More »

თურქეთის მთავრობა ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან 46 მილიარდი ლირის დახარჯვას აპირებს

თურქეთის მთავრობა ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან 46 მილიარდი ლირის დახარჯვას აპირებს

თურქეთის მთავრობა ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან 46 მილიარდი ლირის დახარჯვას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ჟურნალისტების ცნობით, სამმა დამოუკიდებელმა წყარომ დაადასტურა, რომ თურქეთის ხაზინა უახლოეს ხანში პარლამენტში წარადგენს გეგმას, რომლის მიხედვითაც ცენტრალური ბანკის კუთვნილი 46 მილიარდი ლირა (8 მილიარდი დოლარი) თურქეთის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას მოხმარდება. „როიტერის“ ცნობით, 2019 წლის პირველ ხუთ თვეში თურქეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 66,5 მილიარდ ლირას მიაღწია. ...

Read More »

გიორგი კაკაურიძე – ლარის გაცვლითი კურსი დღეს არარეალურად მაღალია

გიორგი კაკაურიძე - ლარის გაცვლითი კურსი დღეს არარეალურად მაღალია

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ლარის გაცვლითი კურსი არარეალურად მაღალია. კაკაურიძე ამ მხრივ არსებულ ვითარებას ქვეყანაში შექმნილ მოლოდინებს უკავშირებს. „ეროვნული ვალუტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული მოლოდინები. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ის მოლოდინები შექმნა, რაც კურსის გაუფასურებას გამოიწვევდა, ეს იქნება ტურისტების ნაკლებობა, თუ სხვა ფაქტორები. ეს მოლოდინები სავალუტო კურსზე აისახა და დღეს ლარის გაცვლითი კურსი არარეალურად მაღალია. მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე ...

Read More »

2019 წლის I კვარტალში იმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 227.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2019 წლის I კვარტალში იმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 227.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2019 წლის პირველ კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 227.0 მლნ აშშ დოლარი (605.5 მლნ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2019 წელის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 47.7 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა – 11.9 პროცენტიდან 6.2 პროცენტამდე შემცირდა. მიმდინარე ანგარიშის ...

Read More »

ავტო დაზღვევა საქართველოში

ავტო დაზღვევა საქართველოში

ავტო დაზღვევა საქართველოში საქართველოში არსებული სოციალური ფონისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს, საკუთარი ყოველთვიური შემოსავლის მნიშნელოვანი პროცენტული წილის გადადება უწევს ისეთი ყოველთვიური ხარჯებისთვის როგორებიცაა: ელექტროენერგიის გადასახადი, გაზის გადასახადი, წყლის გადასახადი, დასუფთავების გადასახადი, საკუთარი ან საკუთარი ოჯახის წევრის განათლების დაფინანსების ხარჯები, მობილური ტელეფონის ხარჯები, სხვადასხვა საკრედიტო ვალდებულებების შესრულების მიზნით ფინანსური ორგანიზაციებისთვის გადასახდელი თანხები და სხვა მსგავსი ...

Read More »

“თიბისი” 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველადი კაპიტალის ობლიგაციებს უშვებს

"თიბისი" 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველადი კაპიტალის ობლიგაციებს უშვებს

“თიბისი ბანკი” 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უვადო, დამატებით პირველადი კაპიტალის ობლიგაციებს გამოუშვებს. „თიბისის” ინფორმაციით, აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან თითქმის ორჯერ მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. წლიური საპროცენტო განაკვეთი 10,75%-ით განისაზღვრა. მათივე ცნობით, ეს იქნება მსგავსი ტიპის ყველაზე დიდი ემისია კავკასიის რეგიონში, ყველაზე დაბალი წლიური საპროცენტო განაკვეთით. „ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 3 ივლისს განთავსდება. დაგეგმილია ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებაც, რაც უპრეცედენტო ...

Read More »

თიბისი სტატუსის იღბლიანი მომხმარებელი ოჯახთან ერთად პარიზის „დისნეილენდში“ მიემგზავრება

თიბისი სტატუსის იღბლიანი მომხმარებელი ოჯახთან ერთად პარიზის „დისნეილენდში“ მიემგზავრება

თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების – თიბისის სტატუსის და „მასტერქარდის“ გათამაშების გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. მაკა ჩაჩიბაიამ 29 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით მასტერქარდ სტატუს ბარათით ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორცელა. გათამაშების პირობების თანახმად ის 28 ივნისს ოჯახთან ერთად პარიზის „დისნეილენდში“ “ვარსკვლავური ომების“ VIP ტურში ერთად მიემგზავრება. საგზური მოიცავს მგზავრობას 4 ადამიანზე, სასტუმროში განთავსებასა და “ვარსკვლავური ომების“ ტურს გიდის თანხლებით. გიდი გამარჯვებულ ოჯახს ...

Read More »

ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებულ წევრს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიამ ამ წუთებში გამოაცხადა. გუშინ, პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს. ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, ...

Read More »