Home » 2019 » June » 25 (page 2)

Daily Archives: June 25, 2019

„ამ ეტაპზე ბიზნესის მოთხოვნაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ტრადიციული ტურისტული ბაზრების შენარჩუნებისთვის“

„ამ ეტაპზე ბიზნესის მოთხოვნაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ტრადიციული ტურისტული ბაზრების შენარჩუნებისთვის“

ქობულეთში ტურისტულ სექტორში დასაქმებულები მორიგ აქციას მართავენ. აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანების შემდეგ, ასობით ჯავშანი გაუქმდა, ასევე რუსი ტურისტების ნაწილმა ქალაქი უკვე დატოვეს. შეკრებილების განცხადებით, შესაძლოა ქალაქში ტურისტული სეზონი ჩავარდეს. ისინი პრობლემის დროულად მოგვარევას ითხოვენ და მომხდარში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებენ. აქციაზე იპოთეკით დაზარალებულებიც იმყოფებოდნენ, ისინი გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს ითხოვდნენ. შეკრებილებთან ეკონომიკის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მივიდნენ და ადგილობრივების პრობლება მოისმინეს. ...

Read More »

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე აირჩიეს

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე აირჩიეს

პარლამენტმა 94 ხმით ერთხმად პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძე აირჩია. კენჭისყრა ფარული იყო და არჩევის პროცესში მონაწილეობდა ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პლენარულ სხდომათა დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. კენჭისყრამდე კი თალაკავაძემ პარლამენტს 20- წუთიანი გამოსვლით მიმართა. როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს და ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ პარლამენტში იყოს მშვიდი და საქმიანი ვითარება. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული ...

Read More »

ქობულეთში ტურიზმის სექტორში დასაქმებულებმა აქცია გამართეს

ქობულეთში ტურიზმის სექტორში დასაქმებულებმა აქცია გამართეს

ქობულეთში ტურისტულ სექტორში დასაქმებულები მორიგ აქციას მართავენ. აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანების შემდეგ, ასობით ჯავშანი გაუქმდა, ასევე რუსი ტურისტების ნაწილმა ქალაქი უკვე დატოვეს. შეკრებილების განცხადებით, შესაძლოა ქალაქში ტურისტული სეზონი ჩავარდეს. ისინი პრობლემის დროულად მოგვარევას ითხოვენ და მომხდარში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებენ. აქციაზე იპოთეკით დაზარალებულებიც იმყოფებოდნენ, ისინი გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს ითხოვდნენ. შეკრებილებთან ეკონომიკის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მივიდნენ და ადგილობრივების პრობლება მოისმინეს. ...

Read More »

კახა ოქრიაშვილი – პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ, პარლამენტში პოლიტიკური იდიოტების რიცხოვნობა გაიზრდება

კახა ოქრიაშვილი - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ, პარლამენტში პოლიტიკური იდიოტების რიცხოვნობა გაიზრდება

მას შემდეგ, რაც გადავალთ აბსოლუტურად პროპორციულ სისტემაზე, პოლიტიკური იდიოტების რიცხოვნობა აუცილებლად გაიზრდება. ასე რომ, ცირკს მომავალში უფრო მეტს ნახავთ, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მან დღეს პარლამენტში მომხდარი დაპირისპირებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ “პარლამენტში პოლიტიკური იდიოტების” რიცხოვნობა მაღალია და კიდევ უფრო გაიზრდება. „მე ვეწინააღმდეგები ამ სისტემაზე გადასვლას და მაქვს არგუმენტები. მე მაქვს არგუმენტები და ჩემს მოწინააღმდეგეებს არგუმენტები არ აქვთ. ...

Read More »

„ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ და უპასუხისმგებლო ძალად მიმაჩნია, ამის კიდევ ერთი დასტურია 20 ივნისი“

„ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ და უპასუხისმგებლო ძალად მიმაჩნია, ამის კიდევ ერთი დასტურია 20 ივნისი“

მიმაჩნია, რომ „ევროპულმა საქართველომ“ დრო დაკარგა საკუთარი, „ნაცებისგან“ დამოუკიდებელი იდენტობის გამოსაკვეთად და ამით დიდი შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. „ნაცები“ ჩემს სქრინებს დაათრევენ (თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოებიდან წაუღიათ) და ცდილობენ იმაში მამხილონ, რასაც წლებია ვღაღადებ. კი მეგობრებო – დესტრუქციულ და უპასუხისმგებლო ძალად მიმაჩნია „ნაცმოძრაობა“ (20 ივნისი ამის კიდევ ერთი დასტურია). კი მეგობრებო – მაწუხებს, რომ ის პარტია, რომელსაც ...

Read More »

„გალტ ენდ თაგარტი“ – დოლარი-ლარის კურსი წელს 2.7-2.75 ნიშნულთან იქნება, 2020 წელს კი, 2.6-მდე გამყარდება

„გალტ ენდ თაგარტი“ - დოლარი-ლარის კურსი წელს 2.7-2.75 ნიშნულთან იქნება, 2020 წელს კი, 2.6-მდე გამყარდება

საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტის“ შეფასებით, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დოლარი-ლარის კურსი 2.7-2.75 ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება, 2020 წელს კი, 2.6-მდე გამყარდება. „ლარზე დამატებით ზეწოლას რუსული სანქციების გამო არ ვვარაუდობთ, თუმცა გაურკვევლობის გამო, მოკლე ვადაში შესაძლებელია კურსის მერყეობა“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტის ზრდას, რუსული სანქციების გამო, „გალტ ენდ თაგარტში“ 2019 წლის მეორე ნახევარში მის 0.7-პროცენტიან შენელებას, 4.3 პროცენტამდე ...

Read More »

„მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია, არაფერი მიგვანიშნებს, რომ ლარის გრძელვადიან გაუფასურებასთან გვაქვს საქმე“

„მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია, არაფერი მიგვანიშნებს, რომ ლარის გრძელვადიან გაუფასურებასთან გვაქვს საქმე“

ლარის კურსთან დაკავშირებით, ვფიქრობ, საუბარია მოკლევადიან რყევაზე, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია და აქედან გამომდინარე, არაფერი მიგვანიშნებს, რომ გრძელვადიან გაუფასურებასთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, მოკლევადიან რყევაზე არის საუბარი. რაც შეეხება ტურიზმის გამოწვევას, ეს ჯერ კიდევ ახალი გამოწვევაა და ლარის კურსზე ვერ აისახება. ჩვენ ვმუშაობთ კრიზისის ...

Read More »

გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელზე – ისე რა სავარძელი იყო, არც მაინც და მაინც მყუდრო და კომფორტული იყო

გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელზე - ისე რა სავარძელი იყო, არც მაინც და მაინც მყუდრო და კომფორტული იყო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა სერგეი გავრილოვმა რუსეთის ტელეარხ „ენ-ტე-ვეს“ გადაცემაში „შეხვედრის ადგილი“ საქართველოში მომხდარ მოვლენებზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, რუსეთის დელეგაცია თბილისში საპროტესტო აქციებს და უწესრიგობებს არ ელოდა. მისივე ინფორმაციით, საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციებმა უსაფრთხოების წერილობითი გარანტიები მიიღეს, თუმცა მას გადასცეს ოპოზიციის ლიდერის განცხადება, რომლის თანახმადაც „გავრილოვის სტუმრობა არასასურველია, რადგან ის მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთში“. გავრილოვი აცხადებს, რომ ...

Read More »

ევროსაბჭოს წინ საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას აპროტესტებენ

ევროსაბჭოს წინ საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას აპროტესტებენ

ევროსაბჭოს შენობის წინ საპროტესტო აქცია იმართება. საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას აპროტესტებენ, რომელიც რუსეთის დელეგაციას დაბრუნების საშუალებას აძლევს. მიღებულ რეზოლუციაში წერია, რომ ასამბლეის წევრებს არ უნდა შეუჩერდეთ ან გაუუქმდეთ კენჭისყრის, სიტყვით გამოსვლის, ასამბლეასა და მის ორგანოებში საკუთარი წარმომადგენლების ყოლის უფლება. გადაწყვეტილებას ქართული დელეგაციის პროტესტი მოჰყვა. მათ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს. ევროპის საბჭოს სხდომა სტრასბურგში 9 საათი მწვავე განცხადებისა და ...

Read More »

იციკ მოშე – წელს, ისრაელიდან 200 ათას ტურისტამდე ჩამოვა, ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში

იციკ მოშე - წელს, ისრაელიდან 200 ათას ტურისტამდე ჩამოვა, ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში

წელს, ჩამოვა ალბათ 200 ათას ტურისტამდე ისრაელიდან. ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში, – ამის შესახებ ისრაელის სახლის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე „შემოქმედებითი პროექტების ბაზრობა 2019“ განაცხადა. “ჩვენ ვმონაწილეობთ ევროსაბჭოს ამ გამოფენაში. ისრაელის სახლი წარმოადგენს თავის საქმიანობას. ვუერთდებით ეროვნულ ინტერესებს ტურიზმის სფეროში. პირველ ივლისს ვიქნებით ბარსელონაში, შევხვდებით ევროსაბჭოს წარმომადგენლებს, რომლებიც ევროპაში მუშაობენ, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ებრაული მემკვიდრეობის კულტურული მარშრუტი საქართველოში. ასევე, ...

Read More »