Home » 2019 » June » 21 (page 4)

Daily Archives: June 21, 2019

აშშ-ის საელჩო – მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში

აშშ-ის საელჩო - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში

პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება. „ყურადღებით ვაკვირდებით ამ საღამოს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს. გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

Read More »

მამუკა ბახტაძე – ეს არის ძალადობა, ეს არის მცდელობა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველო გაიყვანოს სამართლებრივი ჩარჩოებიდან

მამუკა ბახტაძე - ეს არის ძალადობა, ეს არის მცდელობა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველო გაიყვანოს სამართლებრივი ჩარჩოებიდან

რასაც ბოლო 2 საათის განმავლობაში ვუყურებთ, ეს არის ძალადობა, ეს არის მცდელობა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სართველო გაიყვანოს იმ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რომელიც ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნა,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს მიმართა, რომ გულწრფელ პროტესტში მათი სოლიდარულია, თუმცა ის ასევე, აღნიშნავს, რომ ბოლო საათებში განვითარებული მოვლენები არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესები. „რაც თითოეულმა ჩვენგანმა იხილა, ეს არის სრულიად ...

Read More »

ნინო ლომჯარია – შევახსენებ აქციის მონაწილეებს, აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს

ნინო ლომჯარია - შევახსენებ აქციის მონაწილეებს, აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს

შევახსენებ აქციის მონაწილეებს, რომ აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ფეისბუქზე“ წერს. ლომჯარია მოუწოდებს ხელისუფლებას, „გადაიდგას ადეკვატური ნაბიჯები და დროულად გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები, რათა ჩაცხრეს ემოციური ფონი“. „საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია! შევახსენებ აქციის მონაწილეებს, რომ აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს! მოვუწოდებ ხელისუფლებას, ...

Read More »