Home » 2019 » June » 21 (page 3)

Daily Archives: June 21, 2019

სერგეი გავრილოვი – ზოგიერთმა ქართველმა დეპუტატმა ბოდიში მომიხადა

სერგეი გავრილოვი - ზოგიერთმა ქართველმა დეპუტატმა ბოდიში მომიხადა

რუსმა დეპუტატმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარემ სერგეი გავრილოვმა გუშინ განვითარებულ მოვლენების თაობაზე „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სასტუმროში, საპარლამენტთაშორიოსო ასამბლეის მუშაობის ნაჩქარევად დამთავრებისა და მოსკოვში გამგზავრების წინ მას რამდენიმე ქართველმა დეპუტატმა ბოდიში მოუხადა. ჟურნალისტის კითხვის მიუხედავად მან ამ დეპუტატების ვინაობა არ დაასახელა. გარდა ამისა, გავრილოვმა განაცხადა, რომ სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ მას ფიზიკურად შეეხნენ და უსაფრთხოების სამსახურმა ამის თავიდან აცილება ვერ შეძლო. ...

Read More »

პლასტიკური ქირურგი მზადაა, წუხელ დაშავებულ მოქალაქეებს უსასყიდლოდ უმკურნალოს

პლასტიკური ქირურგი, კონსტანტინე სულამანიძე მზადაა, გუშინდელი აქციის დროს დაშავებულ მოქალაქეებს, რომლებსაც პლასტიკური ქირურგის დახმარება ესაჭიროებათ, დახმარება უსასყიდულოდ აღმოუჩინოს. „გუშინდელი აქციის შემდეგ თუ ვინმეს სჭირდება ჩემი დახმარება, პლასტიკური ნაკერების დროულად დადება ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც მე შემიძლია, ჩემი კლინიკა მზად არის, მიიღოს ასეთი პაციენტები, რა თქმა უნდა, რიგის გარეშე და უსასყიდლოდ!“, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში. გუშინ  რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ...

Read More »

სერგეი გავრილოვი – საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ვხედავთ, რომლის კოორდინირებაც, დაკავშირებულია სააკაშვილთან

სერგეი გავრილოვი - საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ვხედავთ, რომლის კოორდინირებაც, დაკავშირებულია სააკაშვილთან

მოცემულ მომენტში საქართველოში მიმდინარე მოვლენები რადიკალური ძალების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ემსახურება – აღნიშნული განცხადება რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა გააკეთა. მისი თქმით, აშკარაა, რომ რადიკალური ძალების კოორდინირება საზღვარგარეთიდან ხდება. „ახლა საქართველოში ცალსახად ვხედავთ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით რადიკალური ექსტრემისტული ძალების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომელის კოორდინირებაც დიდწილად საზღვარგარეთიდან ხდება, რაც ჩვენი აზრით, დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილთან“, – აღნიშნა გავრილოვმა. ამასთან, დეპუტატმა ალექსეი ...

Read More »

Google დაბალ შემოსავლიანი ოჯახების სახლების მშენებლობაში 1 მილიარდ დოლარს დახარჯავს

Google დაბალ შემოსავლიანი ოჯახების სახლების მშენებლობაში 1 მილიარდ დოლარს დახარჯავს

კომპანია Google საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში ერთი მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. აღნიშნული პროექტი მომდევნო 10 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა კომპანიის ბლოგზე დაწერა, გეგმა სან ფრანციკოს შემოგარენში შედარებით დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის სახლების ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. Google-ი მის კუთვნილებაში არსებულ 750 მილიონი დოლარის ღირებულების მიწის ფართს სულ ცოტა 15 ათასი სახლის მშენებლობისთვის გაიღებს. ეს მიწები აქამდე კომერციული ფართებისა და ოფისების მშენებლობისთვის  იყო ...

Read More »

სერგეი გავრილოვი – ასამბლეაზე თავდასხმა საბაბი იყო, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები დაეწყოთ

სერგეი გავრილოვი - ასამბლეაზე თავდასხმა საბაბი იყო, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები დაეწყოთ

რუსეთის დუმის დეპუტატმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარემ სერგეი გავრილოვმა „ტასს“-თან საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ საქართველოს პარლამენტის შტურმი წინასწარ მომზადებული პროვოკაცია იყო. „აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს წინასწარ მომზადებული პროვოკაციაა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე თავდასხმის მიზანი იყო არა მხოლოდ მართლმადიდებლობის დისკრედიტაცია საქართველოში. ეს იქნა გამოყენებული საბაბად, რომ დაეწყოთ გამოსვლები ხელისუფლების წინააღმდეგ“, – თქვა გავრილოვმა. მისივე თქმით, „მომიტინგეებმა გაშალეს წინასწარ მომზადებული პლაკატები“, ...

Read More »

გუშინდელი მოვლენების შედეგად, სტაციონარებში 240 ადამიანი შეიყვანეს, აქედან 80 პოლიციელია

გუშინდელი მოვლენების შედეგად, სტაციონარებში 240 ადამიანი შეიყვანეს, აქედან 80 პოლიციელია

სულ სტაციონარებში შემოყვანილი 240 ადამიანი იყო, აქედან 80-პოლიციელია. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა ინგოროყვას კლინიკაში დაშავებულების მონახულებისას განაცხადა. „კონკრეტულად ინგოროყვას კლინიკაში შემოყვანილი იყო 46 პაციენტი, მათგან 35 გაწერილია, ხოლო 11 განაგრძობს მკურნალობს. რაც შეეხება საერთო მონაცემებს, სულ სხვადასხვა სტაციონარში 240 ადამიანია შემოყვანილი. ამ წუთას კი 102 ადამიანი ჰოსპიტარიზებულია. უმრავლეს შემთხვევაში მათ ...

Read More »

„ქართველი პოლიტიკოსების რადიკალური ნაწილი ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციას“

„ქართველი პოლიტიკოსების რადიკალური ნაწილი ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციას“

თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით კომენტარი გააკეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რომლის სხდომის ჩატარებაც დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი თბილისში, ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა გამოიყენა იმისთვის, რომ მოეწყო უწესრიგობა (საზიზღრობა) ქუჩაში“, – განაცხადა კარასინმა. მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართველი პოლიტიკოსების რადიკალური ნაწილის ემოციურ დამუხტულობას, რომელიც „ყველაფერს აკეთებს, ...

Read More »

„მოვუწოდებ ჩემს შექმნილ ქართულ პოლიციას, არ დაემორჩილოს ივანიშვილს და გადავიდეს ხალხის მხარეს“

მიხეილ სააკაშვილი - მოვუწოდებ ჩემს შექმნილ ქართულ პოლიციას, არ დაემორჩილოს ივანიშვილს და გადავიდეს ხალხის მხარეს

მოვუწოდებ ჩემს შექმნილ ქართულ პოლიციას, არ დაემორჩილოს ივანიშვილს და გადავიდეს ხალხის მხარეს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა. ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ ვითარება დაძაბულია. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეღწევას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი.

Read More »

მამუკა ხაზარაძე – არა ოკუპაციას! გაუმარჯოს ერთად დგომას ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში!

მამუკა ხაზარაძე - არა ოკუპაციას! გაუმარჯოს ერთად დგომას ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში!

არა ოკუპაციას!!! გაუმარჯოს ერთად დგომას ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში! – ამის შესახებ ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე თავის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები დღეს მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაზე განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.

Read More »

პარლამენტის შესასვლელთან პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება

პარლამენტის შესასვლელთან პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება

პარლამენტის შესასვლელთან პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. პოლიციელები აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. პარლამენტის ეზოში დამატებითი ძალები არიან მობილიზებულები.

Read More »