Home » 2019 » June » 21 (page 2)

Daily Archives: June 21, 2019

გიორგი გახარია – პოლიტიკოსებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში

გიორგი გახარია - პოლიტიკოსებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში

გუშინ, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც იყო პოლიციის და ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები,- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. გახარიას თქმით, მზადდება მასალა და ყველას ექნება ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა რუსთაველზე თითოეული წამის სიზუსტით. „გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო. მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი. გუშინ, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა ...

Read More »

18 წლის გოგო, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, შემთხვევითი გამვლელი იყო

18 წლის გოგო, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, შემთხვევითი გამვლელი იყო

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. მათგან ერთ-ერთი 18 წლის მაია გომურია. როგორც მისი ოჯახის წევრები „ქრონიკის“ ჟურნალისტთან საუბარში ამბობენ, ის აქციის მონაწილე არ იყო და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობდა. მათი ინფორმაციით, გოგო სამსახურს გვიან ღამით მორჩა და რუსთაველის მოედნის გავლით სახლში უნდა დაბრუნებულიყო, რა დროსაც მას რეზინის ტყვია თვალში მოხვდა. მზია გომური ...

Read More »

რა ქონებით ტოვებს ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს

რა ქონებით ტოვებს ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ამას წინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს რამდენიმესაათიანი სხდომა უძღოდა, რომელსაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით ...

Read More »

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს არჩილ თალაკვაძე დაიკავებს

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს არჩილ თალაკვაძე დაიკავებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა. „შემიძლია გაგიმხილოთ, რომ ამ ეტაპზე მეტი კანდიდატურა არ განიხილება და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას“, – განაცხადა მდინარაძემ.

Read More »

ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო მანდატს ტოვებს

ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო მანდატს ტოვებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის პარლამენტს ტოვებს და შესაბამისი გადაწყვეტლებით, საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს. „სამოქალაქო მშვიდობა და თანხმობა გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე პარლამენტის წევრის მანდატი“, – განუცხადა „ინტერპრესნისუს“ ზაქარია ქუცნაშვილმა. ცნობისთვის, ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ის თბილისში გამართული სესიის, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი იყო.

Read More »

ზოომარტის ქსელში რუსული პროდუქცია აღარ გაიყიდება

ზოომარტის ქსელში რუსულ პროდუქცია აღარ გაიყიდება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. “ძვირფასო მომხმარებლებო, გატყობინებთ, რომ მივიღეთ ძალიან დაგვიანებული, მაგრამ ჩვენი აზრით სწორი გადაწყვეტილება. დღეს, 21 ივნისს თაროებიდან მოიხსნება და ზოომარტის ქსელში აღარ გაიყიდება რუსული პროდუქცია, ჯამში 50-მდე დასახელების პროდუქტი. მათ შორის შვეიცარული Mars-ის რუსეთში წარმოებული ბრენდები: Pedigree, Chappi, Whiskas და Kitekat. არსებული მარაგი, ჯამში 7,000 ლარამდე ღირებულების ძაღლის და კატის ...

Read More »

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდა. განცხადება კახა კალაძემ გააკეთა. ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ 2016 წლის 18 ნოემბერს აირჩიეს.

Read More »

ზაქარია ქუცნაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დეპუტატის მანდატზე უარი თქვას

ზაქარია ქუცნაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დეპუტატის მანდატზე უარი თქვას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დეპუტატის მანდატზე უარი თქვას. საქართველოს პირველი არხის კითხვაზე – გეგმავს თუ არა მანდატის დატოვებას, ქუცნაშვილი პასუხობს, რომ მზად არის. ზაქარია ქუცნაშვილი საკუთარ თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საქართველოს პარლამენტში მართმადიდებლობის საპარლამენტო სესიის სხდომაზე განვითარებულ პროცესებზე იღებს. ზაქარია ქუცნაშვილმა გუშინ, საზოგადოებას მომხდარის გამო ბოდიშიც მოუხადა.

Read More »

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე გადადგა

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე გადადგა

“პირველი რადიოს” ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. განცხადება ამ ემაზე პარტიის ოფისში რამდენიმე წუთში გაკეთდება.

Read More »

ესტონეთის საელჩო – ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველო ერო

ესტონეთის საელჩო - ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველო ერო

საქართველოში ესტონეთის საელჩო პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „ვაღიარებთ იმ ტკივილს, რომელსაც დღეს ბევრი ადამიანი განიცდის. ვურჩევთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, აჩვენონ თავშეკავება და ყოველთვის იმოქმედონ სამართლის და კონსტიტუციის ფარგლებში. როდესაც სიტყვები რეზინის ტყვიებში გადადის და ცრემლი გაზთან ერთად მოდის, ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველო ერო“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ, 20 ივნისს, საქართველოს ...

Read More »