Home » 2019 » June » 13 (page 2)

Daily Archives: June 13, 2019

ლადო პაპავა – ეროვნული ბანკი ლარზე პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს

ლადო პაპავა - ეროვნული ბანკი ლარზე პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს

ეროვნული ბანკი არის ლარის ემიტენტი, მშობელი ორგანო და მასზე პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს, – ამის შესახებ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ვლადიმერ პაპავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა. გადაცემაში ლარის კურსის ბოლოდროინდელი რყევები და ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა განიხილეს. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რამდენად სწორია ეროვნული ბანკის პოლიტიკა, როდესაც საერთაშორისო რეზერვების შევსების მიზნით, ის ლარის გამყარების შემთხვევაში, დოლარის შესყიდვას დაუყოვნებლივ ახორციელებს, ლარის გაუფასურების შემთხვევაში ...

Read More »

ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ თეა ახვლედიანი დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ თეა ახვლედიანი დაინიშნა

ესტონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა ახვლედიანი ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. როგორც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანებაშია აღნიშნული, დავით სერგეენკოს მოადგილის თანამდებობა თეა ახვლედიანმა მიმდინარე წლის 5 ივნისს დაიკავა. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს თეა ახვლედიანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ 2019 წლის 5 ივნისიდან,“ – ...

Read More »

ლადო პაპავა – სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა ხელოვნურად წევს ინფლაციას დაბლა

ლადო პაპავა - სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა ხელოვნურად წევს ინფლაციას დაბლა

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ლადო პაპავას განცხადებით, სამომხმარებლო კალათის სტრუქტურაც შესაცვლელია, რადგან ინფლაციის არსებული მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამომხმარებლო კალათაა, რომელიც ხელოვნურად ამცირებს მიზნობრივ მაჩვენებელს. ამის შესახებ პაპავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა. „ინფლაციის განსაზღვრისათვის სამომხმარებლო კალათის სტრუქტურის გადახედვა აუცილებელია. თუ ჩვენნაირი დონის ქვეყნებში სასურსათო კომპონენტი 50%-ზეა, ჩვენთან კი, 30%-ია, ეს ხელოვნურად ამსუბუქებს კალათას და ხელოვნურად წევს ინფლაციას დაბლა. საქმე ...

Read More »

„იმპორტდამოკიდებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის რეჟიმი ვერ ამართლებს“

„იმპორტდამოკიდებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის რეჟიმი ვერ ამართლებს“

„იმპორტდამოკიდებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის რეჟიმი ვერ ამართლებს და დროა,  ეროვნულმა ბანკმა ამ რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები დაიწყოს“, – ამის შესახებ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ლადო პაპავამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა. გადაცემაში ლარის კურსის რყევები და მონეტარული პოლიტიკის საკითხი განიხილეს. დისკუსიის დროს პაპავამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში მოქმედი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის რეგულირების რეჟიმი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი – მოლდოვასა და უკრაინაში ოლიგარქებმა ხელისუფლების უზურპაცია მოახდინეს

ვლადიმერ პუტინი - მოლდოვასა და უკრაინაში ოლიგარქებმა ხელისუფლების უზურპაცია მოახდინეს

„მოლდოვაში და ნაწილობრივ უკრაინაშიც მთავრობა ოლიგარქების მიერ იყო უზურპირებული, რომლებმაც ყველა სამთავრობო სტრუქტურა სრულად დაიმორჩილეს“, –  ეს განცხადება ვლადიმირ პუტინმა ტელეკომპანია „მირ“-თან ინტერვიუში გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვი მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონს დაუჭერს მხარს, რათა მოლდოვა წინა მთავრობისგან გათავისუფლდეს. „ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ მოლდოვის პრეზიდენტს და კოალიციურ მთავრობაში ჩვენს პარტნიორებს, რათა ისინი, როგორც იქნა, გათავისუფლდნენ ...

Read More »

მაისში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა – tbcresearch-ის ახალი ანგარიში

მაისში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა - tbcresearch-ის ახალი ანგარიში

მაისში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა – tbcresearch-ის ახალი ანგარიში საერთაშორისო ტურისტული ექსკურსიების რიცხვი მაისში 18%-ით გაიზარდა, წინა თვეებში დაფიქსირებულ სუსტ მაჩვენებლებთან შედარებით. ვიზიტორების საერთო რიცხვმა სრული 14.2%-ით მოიმატა, მაშინ როცა ერთდღიანი ექსკურსიების რაოდენობა წლიური 6.7%-ით გაიზარდა. მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები აშშ დოლარში წლიური 16.0%-ით გაიზარდა, ევროსა და ლარში კი – ამ შემოსავლების ზრდა 22.8%-სა და 29.8%-ს გაუტოლდა. რაც შეეხება რეგიონებს, ევროკავშირიდან ...

Read More »

თიბისი 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს

თიბისი 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს

თიბისი აშშ დოლარში დენომინირებულ, 300 მილიონის ღირებულების 5 წლიან, არაუზრუნველყოფილ ობლიგაციებს გამოუშვებს. აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალი, 700 აშშ მილიონ დოლარზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. თიბისი 5.75% წლიურ საპროცენტო განაკვეთს გადაიხდის, რაც ისტორიულად, საქართველოდან გამოშვებულ ევრო ობლიგაციებზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დაგეგმილია ფასიანი ქაღალდების ერთდროულად განთავსება, როგორც ევროპის წამყვან, ირლანდიის, ისე საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ბირჟის და საბანკო ...

Read More »

იანვარ-მაისში ექსპორტი 14,2%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 3,6%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 959.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 466.8 მლნ აშშ დოლარი იყო (14.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3 492.3 მლნ აშშ დოლარი (3.6 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-მაისში 2 025.5 მლნ აშშ ...

Read More »

“მადონას სერვიზი” და 90-იანების მაგიდის გადასაფარებელი – დემნა გვასალიას კიდევ ერთი 90-იანების ჰიტი

"მადონას სერვიზი" და 90-იანების მაგიდის გადასაფარებელი - დემნა გვასალიას კიდევ ერთი 90-იანების ჰიტი

მაგიდის გადასაფარებლები, რომლებიც 90-იან წლებში სავარაუდოდ, ყველა ოჯახში იყო, დემნა გვასალიამ მსოფლიოს უნდა ჩააცვას. ის Vetements-ის ბრენდის ქვეშ კიდევ ერთ 90-იანების ჰიტს სთავაზობს ჩასაცმელად. მაგიდის გადასაფარებლების დიზაინით შექმნილ ფეხსაცმელებს Demna Gvasalia Daily ავრცელებს. თანაც, გვერდი კიდევ ერთ აქსესუარს ავრცელებს “ბალენსიაგას” ბრენდის ქვეშ – სამაჯურებს “მადონას სერვიზის” დიზაინით.  VETEMENTS-ი დემნა გვასალიამ 2014 წელს დააფუძნა. მისი პროდუქცია ძირითადად, საქართველოს 90-იანების თემითაა შთაგონებული, ფასები ...

Read More »

„სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ იმ უამრავ ლგბტ ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნებში, სადაც მათ სჯიან, აპატიმრებენ და კლავენ“

„სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ იმ უამრავ ლგბტ ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნებში, სადაც მათ სჯიან, აპატიმრებენ და კლავენ“

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 31 მარტის „ტვიტერის“ პოსტს ავრცელებს. „ლგბტ პრაიდის თვეს ჩვენ ვზეიმობთ და მივესალმებით ლგბტ ადამიანების განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი დიდი სახელმწიფოს წინაშე. მოდით, სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ იმ უამრავ ლგბტ ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნებში, სადაც სჯიან, აპატიმრებენ და სიკვდილსაც უსჯიან სექსუალური ორიენტაციის გამო. ჩემმა ადმინისტრაციამ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის გლობალური კამპანია დაიწყო და ...

Read More »