31 უბნის მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძემ ხმების 61.83%, შალვა შავგულიძემ კი 38.17% მიიღო

0
22
31 უბნის მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძემ ხმების 61.83%, შალვა შავგულიძემ კი 38.17% მიიღო

წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ლადო კახაძემ მოიგო. როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა ხმების 61,83% (10738 ხმა) “ქართული ოცნების” კანდიდატმა ლადო კახაძემ მიიღო, ხოლო 38.17% (6630ხმა) ბლოკ “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა შალვა შავგულიძემ.

ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ყველა, 31-ივე საარჩევნო უბანი. მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი არჩევანი ჯამში 18 105-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. სულ კი აღნიშნულ ოლქში რეგისტრირებული იყო 43 909 ამომრჩეველი.