დადიანის ქუჩაზე სკეიტ-პარკი მოეწყობა (ფოტო)

0
9
დადიანის ქუჩაზე სკეიტ-პარკი მოეწყობა (+ფოტო)

ნაძალადევის რაიონში, ც. დადიანის ქუჩაზე სკეიტ-პარკი მოეწყობა. მოედნის მოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 15 000 ლარია.

„უნდა მოეწყოს ერთიანი რკინა/ბეტონის ფილისგან მოედანი. დაპროექტებული მოედანი უნდა იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო სკეიტბორდის სპორტსმენებისთვის. ამ მოედანზე განთავსებული უნდა იყოს სკეიტ-ბორდისთვის განკუთვნილი ფიგურები, რომელიც შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს შეუზღუდავი ვიზუალის. სასურველია პარკი იყოს ერთი მთლიანი მოედანი,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

BPN.GE