Home » 2019 » May (page 9)

Monthly Archives: May 2019

„აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებთ სასულიერო პირებს და მრევლს“

„აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებთ სასულიერო პირებს და მრევლს“

აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე; აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებთ სასულიერო პირებს და მრევლს, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს მედიას დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო. განცხადებაში პატრიარქი აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების ანალიზი ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დაძაბვა სხვა ძალას სურს და ეს დაუშვებელია, „ასევე მივმართავთ როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, ...

Read More »

„მზად ვარ, დავით გარეჯის საკითხზე ვიყო ჩვეულებრივი შუამავალი, ჩავერთო აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პროცესში“

„მზად ვარ, დავით გარეჯის საკითხზე ვიყო ჩვეულებრივი შუამავალი, ჩავერთო აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პროცესში“

ამ მთავრობის პირობებშიც კი მზად ვარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პროცესში ჩავერთო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ ლაივის“ დროს განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უნდა მოხდეს ფუნდამენტური მოლაპარაკებები და ორივე მხარემ გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები. „დავით გარეჯის საკითხიც და ყველა სხვა საკითხიც ძალიან სწრაფად მოგვარდება ნორმალური ხელისუფლების პირობებში. ახლა ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი მოლაპარაკებები. მე მზად ვარ ჩავერთო ამ მოლაპარაკებებში, ამ მთავრობის ...

Read More »

ბინის მფლობელის დაუდევრობის გამო, საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

ბინის მფლობელის დაუდევრობის გამო, საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

 ბინის მფლობელის დაუდევრობის გამო, საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება, რომ დიღომში, დისევის ქ. #2-ში მდებარე კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა კორპუსის შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია სავენტილაციო არხებში დააფიქსირა. სპეციალური აპარატით შემოწმებისას ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ სახლში გაზის დიდი რაოდენობით დაგროვება დადასტურდა. უსაფრთხოების მიზნით გადაიკეტა სადარბაზოს დგარები და მოხდა მობინადრეების ...

Read More »

თბილისმა ონკო-ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

თბილისმა ონკო-ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

 თბილისში ონკო-ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა  თემაზე: “თანამედროვე მიდგომები ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკასა და კურნალობაში“.  ღონისძიება  „საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის“ ეგიდით მოეწყო, რომელსაც დედაქალაქი პირველად მასპინძლობდა.  კონფერენცია საქართველოს პარლამენტის წევრმა მირიან წიკლაურმა გახსნა. „მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დონის კონფერენცია იმართება ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში. ღონისძიებას ესწრებიან ქართველი მედოკოსები,  რომლებმაც დარგის სპეციალსიტებისგან მიიღეს საუკეთესო რეკომენდაციები, გაეცნენ მათ გამოციდლებას და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს. ...

Read More »

კომპანია „ნოვამ“ თიბისის და EBRD-ის მხარდაჭრით ახალ საწარმო გახსნა

კომპანია „ნოვამ“ თიბისის და EBRD-ის მხარდაჭრით ახალ საწარმო გახსნა

2019  წლის 27  მაისს, ქალაქ  ბათუმში, შპს „ნოვამ“  განახლებული საწარმო გახსნა. საწარმოში 10 000 ლიტრამდე მოცულობის პოლიეთილენის წყლის ავზები, დამცავი ბარიერები და სხვა პოლიეთილენის პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი.პროექტისთვის თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 3 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოყვეს. „ნოვა“  აღნიშნული სესხიდან  15%-ს უკან  “ქეშ ბექის” სახით დაიბრუნებს. კომპანია „ნოვა“   ეკოლოგიურად სუფთა, 100-დან 5000 ლიტრამდე მოცულობის,  პოლიეთილენის  წყლის ავზებს ...

Read More »

საგანელიძე 480 მლნ ზარალს არ აღიარებს

საგანელიძე 480 მლნ ზარალს არ აღიარებს

საპარტნიორო ფონდი ტურუზმიდან, სასტუმრო ბიზნესიდან, ენერგეტიკიდან გამოვა და სტრატეგიულ მიმართულებებს დაიტოვეს, სოფლის მეურნეობას და მაღალ ტექნოლოგიებს, – დავით საგანელიძე პარლამენტში საპარტნიორო ფონდის დაფინანსების მექანიზმის და პრიორიტეტების შეცვლის ინიციატივით მივიდა. ფონდის ხელმღვანელმა საპარტნიორო ფონდის წლიური 481 მლნ-იან ზარალზე განაცხადა. თუმცა ის რკინიგზის და ელექტროსისტემის მაჩვენებლით არის გენერირებული და მათი გამორიცხვით ფონდი 193 მლნ-მდე მოგებაზეა. აღნიშნა, რომ ფონდს სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი მართვის ...

Read More »

მალაიზია ტურისტულ გადასახადს აწესებს

მალაიზია ტურისტულ გადასახადს აწესებს

მალაიზია ტურისტულ გადასახადს აწესებს. 1-ელი ივნისიდან მალაიზიის დატოვებისას ტურისტს გადასახადის გადახდა მოუწევს. აღნიშნულ გადასახადებს გადაიხდიან ის ტურისტები, რომლებიც ქვეყანას რეგულარული ავიარეისების და კრუიზული მარშრუტით ტოვებენ. ხოლო მგზავრებს, რომელებიც ქვეყანას ჩარტერული ავიარეისებით დატოვებენ, ტურისტული გადასახადი არ ეხებათ. ტურისტული გადასახადი კი ადამიანზე 20 მალაიზიური რინგიტია (დაახლოებით 5 დოლარია) იმ ტურისტებზე, რომლებიც მალაიზიიდან АСЕАН-ის ქვეყნებში მიემგზავრებიან, ხოლო სხვა დანარჩენ ქვეყნებზე კი გადასახადი დაახლოებით 9.5 დოლარია.

Read More »

აშშ-ის მთავრობა ქართული ფერმების გამსხვილებაში 10 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

აშშ-ის მთავრობა ქართული ფერმების გამსხვილებაში 10 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

საქართველოს მეცხოველეობის განვითარების ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატები 10 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტს, რომლის პრეზენტაციაც 28 მაისს შედგება, აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ერთობლივად განახორციელებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით პროექტის ტექნიკურმა დირექტორმა, ლაშა ავალიანმა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ თორიამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას ისაუბრეს. გადაცემაში მეცხოველეობის სექტორის განვითარების ...

Read More »

მაიკ პომპეო – საქართველო თანმიმდევრულად ყალიბდება დემოკრატიულ სახელმწიფოდ

მაიკ პომპეო - საქართველო თანმიმდევრულად ყალიბდება დემოკრატიულ სახელმწიფოდ

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო თანმიმდევრულად ყალიბდება დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება და რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მისალოც წერილში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მაიკ პომპეო ხაზგასმით აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას. მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცები ამერიკელი პარტნიორების მხარდამხარ იბრძვიან უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ...

Read More »

თორნიკე რიჟვაძე – არ შეიძლება, საქართველოში ფრიალებდეს რუსული დროშები

თორნიკე რიჟვაძე - არ შეიძლება, საქართველოში ფრიალებდეს რუსული დროშები

„26 მაისს, საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, არ შეიძლება ფრიალებდეს რუსული დროშები. ბუნებრივია, უნდა დამდგარიყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. აჭარის მთავრობის ცნობით, მან ისაუბრა აჭარის განათლების ყოფილი მინისტრის, ინგა შამილიშვილის გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. „ეს იყო შეცდომა, სწორედ ამიტომ, მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე. რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, ვისაც პირდაპირ ან ...

Read More »