Home » 2019 » May (page 43)

Monthly Archives: May 2019

სოსო არჩვაძე – საარსებო მინიმუმს წლების განმავლობაში ხელოვნურად ამცირებდნენ

სოსო არჩვაძე - საარსებო მინიმუმს წლების განმავლობაში ხელოვნურად ამცირებდნენ

„საარსებო მინიმუმი და სიღარიბის ზღვრის მაჩვენებელი დაახლოებით ერთნაირი შინაარსის მდგენელია, ჩვენთან კი ისინი ერთმანეთისაგან დაცილებულები არიან“ საქსტატის ინფორმაციით, მარტში შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი 2 ლარით, 181.2 ლარამდე გაიზარდა. თებერვალში ეს მაჩვენებელი 179.1 ლარი იყო. ასევე, თებერვალთან შედარებით, მარტში 1.8 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 160.5 ლარი შეადგინა, 3,5 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 304 ლარი ...

Read More »

ჯუმბერ პატიაშვილი: გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის ჩვენი, სადავოა მხოლოდ ბერთუბანი

ჯუმბერ პატიაშვილი: გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის ჩვენი, სადავოა მხოლოდ ბერთუბანი

ჩვენს ისტორიულ ძეგლებს პერიოდულად ეტანებიან გადამთიელები და აცხადებენ, რომ ზოგიერთი მათგანი მათი საკუთრებაა. ამ დღეებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა, კიდევ ერთხელ გააქტიურდა საზღვრის საკითხი. მეტიც, “ნაციონალებმა” ეს “შანსიც” გამოიყენეს და გაავრცელეს ფეიკ-ნიუსები, თითქოს ზურაბიშვილმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი აზერბაიჯანს დაუთმო. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი ასეთ სისულელეს იოლად იჯერებს. სინამდვილეში რა ხდება გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით, რა იყო ...

Read More »

„ევექსი“ კრიმინალურ სკანდალში ეხვევა

„ევექსი“ კრიმინალურ სკანდალში ეხვევა

კომერსანტი  ხშირად წერს იმ დარღვევებსა თუ გადაცდომებზე, რომელიც „ევექსის“ კლინიკათა ქსელში არც თუ იშვიათად ფიქსირდება  და რომელსაც შესაბამისი რეაგირება არც სამედიცინო ქსელის ხელმძღვანელობის მხრიდან და არც ჯანდაცვის შესაბამისი უწყებებიდან  მოჰყოლია. ურეაგიროდ დარჩენილი ფაქტები და პასუხგაუცემელი კითხვები კი, მომავალში ახალი პრობლემების მიზეზი ხდება, რომელიც ხშირად ფატალური შედეგით სრულდება. ერთი თვის წინ,  ბათუმში, 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ, რომლის ახლობლებიც სწორედ  ...

Read More »

2019 წელს 17 მილიონ ლარამდე ვიდეოჯარიმა გამოიწერა

2019 წელს 17 მილიონ ლარამდე ვიდეოჯარიმა გამოიწერა

2019 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) საქართველოში სულ 416 ათას 863 ჯარიმა გამოიწერა. ვიდეოჯარიმების თანხის ოდენობამ კი 16 მლნ 803 ათას ლარზე მეტი შეადგინა (16 803 460). სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხა პირველადია და არ არის გამოკლებული ის თანხა, რომელიც დაჯარიმებულებმა 20%-იანი შეღავათით გადაიხადეს. დაჯარიმებულებმა 181 ათას 474 შემთხვევაში 20%-იანი შეღავათით ისარგებლეს. სტატისტიკური მონაცემები შსს-ს საინფორმაციო ცენტრის ...

Read More »

15 წელი ბულგარეთამდე – რა კუთხით ჩამოვრჩებით და რა მხრივ ვუთანაბრდებით ევროპას

15 წელი ბულგარეთამდე - რა კუთხით ჩამოვრჩებით და რა მხრივ ვუთანაბრდებით ევროპას

საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობას საერთოდ არ ეტყობა. ოფიციალური სტატისტიკითა და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევითაც, მშპ-ის ზრდა ფიქსირდება, მაგრამ მისი გავლენა ხალხზე არ იგრძნობა. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, 5%-იანი ზრდის პირობებში დაგვჭირდება დაახლოებით 14 წელი, რომ გავიდეთ ევროპის საშუალო განვითარების ქვეყნის დონეზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის არსებული დონის შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, დაახლოებით 15 წელიწადში მიაღწიოს ...

Read More »

„არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული“

„არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული“

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებულად არ მიაჩნია. როგორც ზურაბიშვილი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აცხადებს, არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული. „არ მგონია ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ...

Read More »

მსხვილი კომპანიები ელექტროენერგიის საბაზრო ფასად შეძენას შეძლებენ

მსხვილი კომპანიები ელექტროენერგიის საბაზრო ფასად შეძენას შეძლებენ

დღეიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს  შესაძლებლობა აქვს,  ელექტროენერგია  საბაზრო ფასად შეისყიდონ. ასეთი მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე დაშვება შეამსუბუქებს ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლის ტარიფზე დატვირთვას, რაც მთავრობას  საშუალებას მისცემს  საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად  მეტი დაცვის მექანიზმები აამოქმედოს.  ამით საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო. ბაზრის დერეგულირების რეფორმის ეს მიმართულება მნიშვნელოვანია პირდაპირ მომხმარებლებად  დარეგისტრირებული საწარმოებისთვის, რომ  მათ  გაზარდონ საკუთარი წარმოების ენერგოეფექტურობა ...

Read More »

სამშენებლო ობიექტების მიმართ მიდგომები მკაცრდება – მერია ე.წ. რეიდების ჩატარებას იწყებს

სამშენებლო ობიექტების მიმართ მიდგომები მკაცრდება - მერია ე.წ. რეიდების ჩატარებას იწყებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო ობიექტების მიმართ მიდგომები გამკაცრდება, რადგან იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სამშენებლო ობიექტებზე ჩატარდება ე.წ რეიდები, რომ მოულოდნელად მოხდეს გადამოწმება სამშენებლო ობიექტებზე არსებული სამუშაო პირობების. „ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გავამკაცროთ ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება სამშენებლო ობიექტებზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. ამ მიმართულებით, გასულ ...

Read More »

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 6,5%-ზე ტოვებს

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 6,5%-ზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, დღეს, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6,5 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან, ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივი დონის (3 პროცენტი) ირგვლივ მოძრაობდა. მარტში წლიურმა ინფლაციამ 3.7 პროცენტი შეადგინა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ერთჯერადმა ფაქტორებმა შეიტანა. კერძოდ, წლის დასაწყისში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი მარტის წლიურ ინფლაციაში 1.3 პროცენტული პუნქტი იყო. ...

Read More »