Home » 2019 » May (page 41)

Monthly Archives: May 2019

ძველ ბათუმში ახალი სასტუმრო „BLOOM“ გაიხსნა

ძველ ბათუმში ახალი სასტუმრო „BLOOM“ გაიხსნა

 ბათუმს კიდევ ერთი სასტუმრო შეემატა. ბუტიკის ტიპის სასტურმო „BLOOM“ ძველ ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა და ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ოფიციალურად გახსნეს. სასტუმრო 27 ნომრიანია და ის ჯამში 78 ადამიანზეა გათვლილი. სასტუმრო სრულადაა აღჭურვილი უსაფრთხოებისა და სახანძრო სისტემით. ამ ეტაპზე, სასტუმროში 30 ადამიანია დასაქმებული. „ამ დღეებში ჩვენ უკვე მეორე სასტუმრო გავხსენით ბათუმში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა ...

Read More »

საპენსიო დანაზოგებს ერთი მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა

საპენსიო დანაზოგებს ერთი მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო დანაზოგებს ერთი მილიონი ლარის სარგებელი უკვე დაერიცხა. ბოლო მონაცემებით, საპენსიო სისტემაში ჩართულია 761 454 დასაქმებული და 50 ათასზე მეტი კომპანია. რაც შეეხება საპენსიო სქემიდან გასვლას, სისტემა მისმა მონაწილე მოქალაქეთა 2 პროცენტმა დატოვა. ამასთან, საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ კონსულტაციების მისაღებად მოქალაქეთა მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია. მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დატოვეს საპენსიო სქემა, თუმცა ხელმეორედ სურთ გაწევრიანება, კანონი ამის საშუალებას იძლევა. ...

Read More »

„Kempinski“ და „m2 უძრავი ქონება“ დამსვენებლებს ქალაქის გულში მომსახურების უმაღლეს სტანდარტს შესთავაზებენ

„Kempinski“ და „m2 უძრავი ქონება“ დამსვენებლებს ქალაქის გულში მომსახურების უმაღლეს სტანდარტს შესთავაზებენ

ქართულ კულტურასთან შერწყმული, ექსკლუზიური, ევროპული სტანდარტით ახლად აშენებული სასტუმრო ქალაქის მთიან მხარეს, დამსვენებლებს ფართო ნომრებსა და შთამბეჭდავ ხედებს შესთავაზებს დეველოპერულმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“, სასტუმროების ქსელის განვითარების ფარგლებში, „Kempinski Hotels“-თან, მენეჯმენტის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. „Kempinski“ მთაწმინდაზე, სულ მცირე, 95 ნომერს გააერთიანებს და 2020 წლის მესამე კვარტალში გაიხსნება. ფართო სივრცული გეგმარება სასტუმროს დიზაინის მთავარი კომპონენტია: „Kempinski“ დამსვენებლებს ქალაქში ყველაზე დიდი ფართის ...

Read More »

საქართველოში წარმოებული ხის სახლები ევროკავშირის ქვეყნებში გაიყიდება

საქართველოში წარმოებული ხის სახლები ევროკავშირის ქვეყნებში გაიყიდება

“2020 წლისთვის კომპანია kohi.ge-ის მიერ წარმოებული ხის კოტეჯები, საცხოვრებელი სახლები და მინი სასტუმროები, ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება”, – ამის შესახებ Kohi.ge-ის დამძფუძნებელმა ირაკლი ლომიძემ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის მთავარი სამიზნე პირველ ეტაპზე სამხრეთ ევროპული ქვეყნებია. “ხის სახლები ევროკავშირის ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია, გამომიდნარე იქედან, რომ ქვეყანაში მიგრანტების და მათი განთავსების მიმართულებით სერიოზული პრობლემებია, ხოლო ჩვენ მათ ვთავაზობთ კომფორტულ, კეთილმოწყობილ ...

Read More »

ვითიბი ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართება

ვითიბი ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართება

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, 3, 4 და 5 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის იპოდრომზე (ლისის ტბა), გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი – VTB CUP 2019. შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება წინაღობათა გადალახვა. მონაწილეობას მიიღებენ მხედრები აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, ირანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.  ფინალური ეტაპი 5 მაისს გაიმართება. ტურნირზე დასწრება თავისუფალია. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, მხარდამჭერი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

Read More »

სააკაშვილის მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი – „არ გინდოდათ რძე და ყველი…“

სააკაშვილის მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი - „არ გინდოდათ რძე და ყველი...“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფოტოს ავრცელებს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის შემდეგი შინაარსის ტექსტი ახლავს: „აბა, დაფიქრდით – ჩემი პრეზიდენტობის დროს 4-ჯერ ვიყავი ოფიციალური ვიზიტით თეთრ სახლში, საქართველოში ჩამოვიყვანე ამერიკის ახლანდელი და მაშინდელი პრეზიდენტები და სამჯერ ვიცე-პრეზიდენტი, ინაგურაციაზე და ისედაც ბევრჯერ სახელმწიფო მდივანი. დამისახელეთ ისრაელის სახელმწიფო მდივნის გარდა, რომელიმე სხვა პატარა ქვეყანა, რომელსაც ერგო ამდენი პატივი.. ამაზეა ...

Read More »

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – „ოცნების“ პიარკამპანიის ინსტრუმენტი

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - „ოცნების“ პიარკამპანიის ინსტრუმენტი

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – ხელოვნურად გაწელილი თუ ჩავარდნილი მეგაპროექტი? ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენება 2016 წელს დაანონსდა და მას შემდგომ უნივერსიტეტთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა არ გაჩერებულა. ოპოზიციას პროექტის სრულყოფის არ სჯერა და მას „ბლეფს“ უწოდებს. არსებობს მოსაზრება, რომ ის წინასაარჩევნო პიარკამპანიისთვის იქნა გამოყენებული, ხოლო მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და უშუალოდ პროექტის განმახორციელებელი ფონდი „ქართუ“ ირწმუნება, რომ ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქი აუცილებლად აშენდება, ...

Read More »

არის თუ არა თბილისის მაღაზიებში საფრთხის შემცველი საღებავით შეღებილი ტანსაცმელი

არის თუ არა თბილისის მაღაზიებში საფრთხის შემცველი საღებავით შეღებილი ტანსაცმელი

არის თუ არა თბილისის მაღაზიებში  საფრთხის შემცველი საღებავით შეღებილი ტანსაცმელი „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (momxmarebeli.ge) თბილისის მაღაზიებში შეძენილი 20 სხვადასხვა ფირმის მაისურის შემოწმების შედეგებს აქვეყნებს. კვლევა აზოსაღებავების შემცველობაზე ჩატარდა. “2019 წლის აპრილში თბილისის მაღაზიებში შევიძინეთ 20 სხვადასხვა ფირმის მაისური და გავაგზავნეთ ესპანეთის ლაბორატორიაში აზოსაღებავების შემცველობის დასადგენად. საქართველოში სამწუხაროდ ლაბორატორიებს არა აქვთ აკრედიტაცია ასეთი ტიპის კვლევების განსახორციელებლად. აზოსაღებავები ფართოდ გამოიყენება ...

Read More »

ეროვნული ბანკი – ლარიზაცია გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია და მისი წამახალისებელი რეფორმები ეტაპობრივად ხორციელდება

ეროვნული ბანკი - ლარიზაცია გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია და მისი წამახალისებელი რეფორმები ეტაპობრივად ხორციელდება

ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ლარიზაციის ზრდაა – ლარიზაცია ქვეყანაში მაკრო-ფინანსური რისკების შემცირებისა და საგარეო მოწყვლადობების მიმართ მდგრადობის გაზრდის წინაპირობას წარმოადგენს, – ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა. დოკუმენტში წერია, რომ ლარიზაცია ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია და მისი წამახალისებელი რეფორმები ეტაპობრივად ხორციელდება. “2018 წელს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, 2018 წლის ივნისში ლარით სახსრების მოზიდვის ...

Read More »

ირაკლი კობახიძე – ქართველი ხალხი ყოველთვის იდგა ებრაელი ხალხის გვერდით

ირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხი ყოველთვის იდგა ებრაელი ხალხის გვერდით

„ჰოლოკოსტი არ იყო მხოლოდ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ეს იყო ცივილიზებული სამყაროს დიდი ტკივილი, დიდი ჭრილობა, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ მოუშუშებელია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთაველის თეატრში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. ირაკლ კობახიძემ დამსწრეებს მიმართა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო იმ ქვეყანათა შორისაა, რომელიც პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას და თანადგომას გამოხატავს ებრაელი ერის მიმართ. ...

Read More »