Home » 2019 » May (page 40)

Monthly Archives: May 2019

სექსუალური შევიწროება 300 ლარით დაისჯება

სექსუალური შევიწროება 300 ლარით დაისჯება

პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება, ერთხმად დაუჭირა მხარი. კანონპროექტი მესამე მოსმენით -102 ხმით დაამტკიცეს. პროექტის გათვალისწინებით, სექსუალური შევიწროება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით. ამასთან, სექსუალური შევიწროება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ...

Read More »

მსოფლიოს ცენტრალური ბანკები ეროვნული კრიპტოვალუტების შექმნას გეგმავენ

მსოფლიოს ცენტრალური ბანკები ეროვნული კრიპტოვალუტების შექმნას გეგმავენ

ციფრული ვალუტები გახდა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველების შეხვედრის მთვარი თემა. ბანკირები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ბითკოინსა და სხვა არსებულ კრიპტოვალუტებს, უფრო სწორად კი მათ საფუძველში არსებულ ტექნოლოგიას, არსებული საგადასახადო სისტემებისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა აღიარა, რომ კრიპტიოვალუტებმა შეარყია არსებული ფინანსური წესრიგი. ლაგარდმა მოუწოდა ცენტრალურ ბანკებს, ფეხი აუწყონ ტექნოლოგიებს, შექმნან საკუთარი ციფრული ვალუტები და ...

Read More »

საქართველოს ფოსტის შეძენა „თიბისი ბანკსა” და „საქართველოს ბანკს” სურთ

საქართველოს ფოსტის შეძენა „თიბისი ბანკსა" და „საქართველოს ბანკს" სურთ

საქართველოს ფოსტის შეძენა „თიბისი ბანკსა” და „საქართველოს ბანკს” სურთ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ განუცხადა. „ყიდვით დაინტერესებული კომპანიები არიან ადგილობრივი საბანკო სექტორის წარმომადგენლები. მათთან სტრატეგიულ პარტნიორობაზეც ვმუშაობთ პირველ ეტაპზე, რომელმაც შესაძლოა, დაასწროს პრივატიზების პროცესს. ეს გახლავთ: რამდენიმე უცხოური, ელექტრონული კომერციით დაკავებული კომპანია, ასევე ორი დიდი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ჯგუფურად განიხილავს რამდენიმე ეროვნული ოპერატორის პრივატიზებას. „საქართველოს ბანკიც” დაინტერესებულია, „თიბისი ...

Read More »

ლადო პაპავა – თუ ეკონომიკური ზრდაა, სად გარბის მოსახლეობა?!

ლადო პაპავა - თუ ეკონომიკური ზრდაა, სად გარბის მოსახლეობა?!

„ეკონომიკური ზრდის გაზომვა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, რაც მიღებულია დღეს ოფიციალურად, არ არის ადეკვატური და არასწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას ხშირად იძლევა“. ამის შესახებ პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ „პალიტრაიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. „გადინება არის ქვეყანაში და ეს სტატისტიკამაც დააფიქსირა. ოპოზიცია ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაცია არაფერ შუაშია, ხელისუფლების წარმომადგენლები კი ფოკუსს მაინც ვიზალიბერალიზაციაზე აკეთებენ. რა თქმა უნდა, ორივე უკიდურესი პოზიციაა და სინამდვილეში ასე ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა ქართული საფოსტო მარკის 100 წლის საიუბილეოდ საკოლექციო მონეტა გამოუშვა

ეროვნულმა ბანკმა ქართული საფოსტო მარკის 100 წლის საიუბილეოდ საკოლექციო მონეტა გამოუშვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკის გამოშვების 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. 1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების პირველი წლისთავის აღსანიშნავად, მიმოქცევაში გამოვიდა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკა 10 კაპეიკის ნომინალით. საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ღირსშესანიშნავ თარიღს 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტის გამოშვებით ეხმაურება. ახალი საკოლექციო მონეტა ...

Read More »

არეა ექსპო 2019-ზე საქართველოს უძრავი ქონების სფეროსა და ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრებენ

არეა ექსპო 2019-ზე საქართველოს უძრავი ქონების სფეროსა და ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრებენ

არეა ექსპო 2019-ის პროგრამა ცნობილია – უძრავი ქონების ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე გარდა დეველოპერი კომპანიებისა, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას. გამოფენა 4 მაისს, 12 საათზე გაიხსნება და მასში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, უძრავი ქონების მართვის სააგენტო, აწარმოე საქართველოში, საპარტნიორო ფონდი და არქიტექტურისა და დიზაინის სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიების პირველი დღე დაეთმობა საინვესტიციო, ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს და  ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი: საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას

ივანე მაჭავარიანი: საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას

საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, 2021 ან 2022 წელს, მაღალ დონეზე უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის (ADB)  ყოველწლიურ შეხვედრას, – აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოში ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების პერსპექტივაზე საუბრისას. აღნიშნული წინადადება ივანე მაჭავარიანმა ADB-ს პრეზიდენტთან, ტაკეჰიკო ნაკაოსთან და ბანკის დირექტორებთან აზიის განვითარების ბანკის 52-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას დააყენა და აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს ოფიციალური ...

Read More »

„საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული დიპლომები აღიარებული და ვალიდური იქნება ევროკავშირში“

„საქართველოს უნივერსიტეტებში გაცემული დიპლომები აღიარებული და ვალიდური იქნება ევროკავშირში“

ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში გაწევრიანებით ჩვენ გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა საქართველოში უმაღლესი განათლების სტანდარტი ძალიან მაღალი იყოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის “უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში” გაწევრიანებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. ბახტაძის შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთი წარმატებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ევროიტეგრაციის გზაზე. „ჩვენ დავუახლოვდით ჩვენს ევროპულ ოჯახს, ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაში ...

Read More »

ZEG – Tbilisi Storytelling Festival

ZEG - Tbilisi Storytelling Festival

3 მაისს, 12:00 საათზე, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ის პრესკონფერენცია. პრესკონფერენციას გაუძღვებიან Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებლები ელენე ჟვანია და ქეთი ებანოიძე, Coda Story-ის დამფუძნებელი ნატალია ანთელავა, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, თიბისი ბანკის უფროსი ბრენდ მენეჯერი ბეკი ფანცხავა, ვინდფორსის კრეატიული დირექტორი ბიბი ასათიანი. ZEG – „სთორითელინგის“ პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში, რომელსაც Impact Hub Tbilisi-მა და Coda Story-იმ ...

Read More »

თიბისი უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას Payme-ს ყიდულობს

თიბისი უზბეკეთის წამყვან გადახდის პლატფორმას Payme-ს ყიდულობს

თიბისი უზბეკეთში წამყვანი გადახდის პლატფორმის „Payme“-ის შეძენით შევიდა. ამ ტრანზაქციით, თიბისი 50%-ით ზრდის თავის მომხმარებელთა რაოდენობას და 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურება. ამის თაობაზე დღეს, თიბისის სათაო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომელსაც თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და Payme-ის დამფუძნებელი სარვარ რუზმატოვი ესწრებოდნენ. განხორციელებული ტრანზაქცია თიბისი ბანკის საერთაშორისო სტრატეგიასთან შესაბამისობაშია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური ოპერაციების გაფართოვებას და აღნიშნავს უზბეკეთის ძალიან ...

Read More »