Home » 2019 » April » 11 (page 2)

Daily Archives: April 11, 2019

არეა ექსპო 2019 – საქართველოს უძრავი ქონების სფეროს მნიშვნელოვანი მოვლენა

არეა ექსპო 2019 - საქართველოს უძრავი ქონების სფეროს მნიშვნელოვანი მოვლენა

რას ელიან ვიზიტორები არეა ექსპო 2019-სგან? 4-5 მაისს, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში უკვე მეორედ აიღებს სტარტს უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა – „არეა ექსპო 2019“. განახლებული შერატონის ყველაზე დიდ დარბაზში ათეულობით დეველოპერი კომპანია მოიყრის თავს, რომლებიც მომხმარებელს სპეციალურ შეთავაზებებსა და განსაკუთრებულ ფასებს წარუდგენენ მშენებარე თუ დასრულებულ პროექტებზე. ღონისძიებას, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ, უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირს თავისუფლად შეუძლია, „არეა ჯგუფი“ მართავს. ...

Read More »

ნავთობპროდუქტებზე ფასები 25,1%-ით გაიზარდა – გაძვირდება თუ არა საწვავი საქართველოში

ნავთობპროდუქტებზე ფასები 25,1%-ით გაიზარდა - გაძვირდება თუ არა საწვავი საქართველოში

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება, საქართველოში დოლარის კურსი 2,6727-დან  2,6912 ლარამდე  აიწია, როგორ აისახება ეს მოვლენები საქართველოს ბაზარზე  – აღნიშნულთან დაკავშირებით  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა განცხადება გაავრცელა. “მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი  ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია საშუალოდ 14,4  დოლარით/ბარელზე ანუ 25,1%-ით და დღეისათვის შეადგენს 71,73 დოლარს/ბარელზე.  განსაკუთრებით ფასების მკვეთრი მატება ფიქსირდება აპრილის თვის დასაწყისიდან. ფასების ზრდას ...

Read More »

ემიგრაციაში საქართველოს 1748 მოქალაქე გარდაიცვალა – 4 წლის სტატისტიკა

ემიგრაციაში საქართველოს 1748 მოქალაქე გარდაიცვალა - 4 წლის სტატისტიკა

უცხოეთში ქართველი ემიგრანტების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მედიაში ხშირად ვრცელდება. 2014-2018 წლებში ემიგრაციაში გარდაცვილთა რაოდენობამ 1748 მოქალაქე შეადგინა. „საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის მიხედვით, 2014 -2018 წლებში, საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართელოს მოქალაქეთა რაოდენობა 1748 მოქალაქეს შეადგენს” – ნათქვამია საგარეო უწყებიდან „პრაიმტაიმისთვის” გამოგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მაია ბართაია აწერს. თუ მედიაში 2019 წელს გავრცელებულ ინფორმაციასაც მოვიძიებთ ამ ციფრს კიდევ ...

Read More »

რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა 2023 წლამდე დასრულდება

რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა 2023 წლამდე დასრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა 2023 წლამდე ეტაპობრივად დასრულდება. „რუსთავი-თბილისის ავტობანის ერთი მონაკვეთი არის თბილისიდან წითელ ხიდამდე და მეორე მონაკვეთი კი, ალგეთამდე. ევროპის საინვესტიციო ბანკთან ცალკეულ მონაკვეთებზე თანხების გამოყოფის თაობაზე დაახლოებით ორი თვის წინ მოხდა შეთანხმება. სამუშაოები მიმდინარეობს. მთელი ეს მონაკვეთი ეტაპობრივად 2023 წლამდე დასრულდება. პროექტს კონკრეტულად საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, ხოლო ცალკეულ ...

Read More »

ვახუშტის ხიდის რეაბილიტირებულ ნაწილზე მოძრაობა დღეიდან აღდგება

ვახუშტის ხიდის რეაბილიტირებულ ნაწილზე მოძრაობა დღეიდან აღდგება

ვახუშტის ხიდის რეაბილიტირებულ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დღეიდან აღდგება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დღის ბოლომდე პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდება, რომლის შემდეგაც რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება. „ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება. თავდაპირველად, სატრანსპორტო მოძრაობა რეაბილიტირებულ ნაწილზე აღდგება. შემდეგ უკვე გადავალთ მეორე ეტაპზე, რომელსაც ასევე მოვაწესრიგებთ. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ხარისხია, რომელსაც ...

Read More »

იტალიის მთავრობამ საქართველოს 2 მილიონი ევრო გამოუყო

იტალიის მთავრობამ საქართველოს 2 მილიონი ევრო გამოუყო

ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე დაკვირვების ახალი სადგურების შეძენისა და თბილისის ბუნებრივი საფრთხეების რისკების დეტალური შესწავლისათვის, იტალიის მთავრობამ 2 მილიონი ევრო გამოყო. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ვიზიტად მყოფ იტალიელ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა. მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანია იტალიის რესპუბლიკის გარემოს, ხმელეთისა და ზღვის სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი ...

Read More »

I კვარტლის მონაცემებით, „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვამ 2.5 მლნ ტონა შეადგინა

I კვარტლის მონაცემებით, „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვამ 2.5 მლნ ტონა შეადგინა

2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, „საქართველოს რკინიგზის“ ჯამურმა სატვირთო გადაზიდვამ 2.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 105 ათასი ტონით მეტია, ხოლო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი 2018 წლის პირველი კვარტლის შემოსავალს 3.2 მილიონი დოლარით აღემატება, – აღნიშნულ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მატება განპირობებულია, როგორც მშრალი ტვირთების სავაგონო გზავნილების, ასევე საკონტეინერო გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდით. 2019 წლის პირველ კვარტალში ...

Read More »

HUAWEI P30 Pro – მოწყობილობა, რომელიც DxOMark-ის ისტორიაში უმაღლესი, 112 ქულით შეფასდა

HUAWEI P30 Pro - მოწყობილობა, რომელიც DxOMark-ის ისტორიაში უმაღლესი, 112 ქულით შეფასდა

 TIPA-ს გენერალურმა ანსამბლეამ,   HUAWEI P30 Pro 2019 წლის ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტად დაასახელა და  „საუკეთესო კამერაფონის“ ტიტულიც მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ HUAWEI P სერიის ფლაგმანები ზედიზედ უკვე მესამედ  იღებენ აღნიშნულ ტიტულს. ეს წარმატება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ  HUAWEI ზრუნავს ერთდროულად ხარისხის, შესრულების და დიზაინის გაუმჯობესებაზე, რათა სამუდამოდ შეცვალოს ფოტოგრაფიის წესები . ამავდროულად, კომპანიის სტრატეგიული მიზანია მომხმარებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი. „კამერის უნიკალური ...

Read More »

გიორგი ქობულია – ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით კარგ ტრაექტორიაზე ვდგავართ

გიორგი ქობულია - ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით კარგ ტრაექტორიაზე ვდგავართ

საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივა ძალიან კარგია, ამ თვალსაზრისით კარგ ტრაექტორიაზე ვდგავართ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ 2019 წლის პირველი კვარტლის ტურიზმის სტატისტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა. მინისტრმა დადებითად შეაფასა ევროკავშირიდან საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გადამხდელუნარიანი ტურისტების მოზიდვა. „აღსანიშნავია, რომ კვარტალური შეჯამება საშუალებას გვაძლევს გამჭვირვალე ფორმატში ინდუსტრიის ძირითად მონაწილეებთან ერთად დავსახოთ და დავაკორექტიროთ გეგმები. გვაქვს საკმაოდ დეტალური ...

Read More »

ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს 

ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს 

ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს, გამარჯვებული დაჯილდოვდება საგზურით კოპენჰაგენში, ეროვნული ნაკრების 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩზე: დანია – საქართველო. გათამაშებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ქართული ბანკის MASTERCARD-ისა და VISA -ს ბარათის მფლობელს. ამისთვის საჭიროა ტრანზაქციის განხორციელება ვებ-გვერდიდან www.hub.vtb.ge. აღნიშნული ვებ-გვერდიდან შესაძლებელია თანხის გადარიცხვა ბარათიდან მხოლოდ მიმღების ტელეფონის  ნომრით ან ელ. ფოსტის მისამართით. ერთი ტრანზაქციის ჩატარებისას გროვდება ერთი ქულა, გადრიცხვის მიმღების მიერ ჩატარებულ ...

Read More »