Home » 2019 » March » 27 (page 2)

Daily Archives: March 27, 2019

„50 000-მდე გადამზადებულიდან ყოველწლიურად 70% მაინც რომ დავასაქმოთ, 2025 წლისთვის 500 000-მდე სამუშაო ადგილს შევქმნით“

„50 000-მდე გადამზადებულიდან ყოველწლიურად 70% მაინც რომ დავასაქმოთ, 2025 წლისთვის 500 000-მდე სამუშაო ადგილს შევქმნით“

წლიურად 50 000-მდე ადამიანი რომ გადავამზადოთ და მათგან წელიწადში 70 პროცენტი მაინც დავასაქმოთ, 2025 წლისთვის 500 000-მდე სამუშაო ადგილს შევქმნით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ სასტუმრო „რედისონში“, პროფესიული გადამზადების პროგრამის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პროგრამა რეგიონშიც უნდა განვახორციელოთ, მხოლოდ თბილისი არ არის, ეს არის რეგიონებიც. რეგიონებში ხალხის გადამზადება დაგვეხმარება იმაში, რომ იქ გავაძლიეროთ ეკონომიკური საქმიანობა, ბიზნესი. ...

Read More »

საქართველოს კაპიტალმა ლუდი ყაზბეგი 3,65 მილიონად იყიდა

საქართველოს კაპიტალმა ლუდი ყაზბეგი 3,65 მილიონად იყიდა

Georgia Capital -მა საქართველოს ლუდის უძველესი სავაჭრო ნიშანი „ყაზბეგი” და მისი კომერციული აქტივები იყიდა. 1881 წლიდან არსებული ბრენდის შესყიდვა გოგი თოფაძისგან საინვესტიციო კომპანიას 3.65 მლნ დოლარი დაუჯდა. „ყაზბეგი“ საქართველოს ლუდისა და ლიმონათის ბაზარზე 4-5% -იან წილს იკავებს. Georgia Capital -ის შვილობილი “გლობალ ბიერ ჯორჯია” ლუდის ბაზარზე პოზიციებს იმყარებს. კომპანია აწარმოებს ლუდს “აისი” , ასევე იწყებს “ჰეინიკენის” და “კრუშოვიცეს” წარმოებას. GBC

Read More »

4 დღე საპენსიო სქემიდან გასვლამდე – როგორ შეძლებთ სისტემის დატოვებას

4 დღე საპენსიო სქემიდან გასვლამდე - როგორ შეძლებთ სისტემის დატოვებას

2019 წლის 1-ლი აპრილიდან დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის მსურველებს სისტემის დატოვების უფლება მიეცემათ. კერძოდ, საუბარია იმ დასაქმებულ პირებზე, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წლის ან მეტი ასაკის იყვნენ. აღსანიშნავია, რომ 1-ლი აპრილი სქემიდან გასვლისთვის განსაზღვრული მინიმალური ვადაა, თუმცა, ეს თარიღი შესაძლოა, ინდივიდუალური იყოს. კერძოდ კი, პირები რომელთაც ამის უფლება აქვთ დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლას პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების (ხელფასის ...

Read More »

“კვალიფიკაცია არის ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება ჩვენთან ინვესტიციების განხორციელებაში”

"კვალიფიკაცია არის ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება ჩვენთან ინვესტიციების განხორციელებაში"

11 მილიონამდე გაიზრდება ტურისტების რაოდენობა რამდენიმე წელიწადში და, რა თქმა უნდა, ამხელა რაოდენობის ხალხის მომსახურებას სჭირდება ძალიან დიდი სერვისის მანქანა, რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ,- ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა. “არაერთი კვლევა და ქართველი და უცხოელი ინვესტორების გამოკითხვა მეტყველებს იმაზე, რომ დიახ, კვალიფიკაცია არის ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება ჩვენთან ინვესტიციების განხორციელებაში და ეს ეხება ისევ და ისევ არა ...

Read More »

ქალები, რომლებმაც ავტობუსის მძღოლობის სურვილი გამოთქვეს და შესაბამისი გადამზადება გაიარეს, ვაკანსიების არარსებობის გამო, ვერ საქმდებიან

ქალები, რომლებმაც ავტობუსის მძღოლობის სურვილი გამოთქვეს და შესაბამისი გადამზადება გაიარეს, ვაკანსიების არარსებობის გამო, ვერ საქმდებიან

ქალები, რომლებიც ავტობუსის მძღოლის ვაკანსიით იყვნენ დაინტერესებულნი, უკვე გადაამზადეს, თუმცა ამ ეტაპზე თბილისის სატრანსპორტო კომპიანიას მათ დასასაქმებლად ვაკანსიები არ აქვს. როგორც “ინტერპრესნიუსს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, გადამზადებულია 21 ქალი მძღოლი. მათივე ინფორმაციით, ისინი ბოლო ეტაპს, დამატებით ორკვირიან სწავლებას გადიან. „სწავლება ამ პროგრამის ფარგლებში 25-მა ქალმა გაიარა. აქედან 21 ქალს უკვე აქვს მართვის მოწმობა აღებული და დარჩენილი 4 ქალიც აპირებს მართვის ...

Read More »

გიორგი ქობულია მისი სახლის გაძარცვაზე – ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება და უფლებას ვიტოვებ, ამ საკითხზე არ გიპასუხოთ

გიორგი ქობულია მისი სახლის გაძარცვაზე - ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება და უფლებას ვიტოვებ, ამ საკითხზე არ გიპასუხოთ

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მისი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის შესახებ ინფორმაციაზე საუბარს თავს არიდებს. როგორც ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მისი პირადი ცხოვრებაა. “თქვენს კითხვაზე ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, ჩემი პირადი საკითხია და ამიტომ ვიტოვებ მოქალაქეობრივ უფლებას, რომ ჩემს პირად საკითხზე არ გიპასუხოთ”,- განაცხადა ქობულიამ. გავრცელებული ინფორმაციით, წყნეთში, ეკონომიკის მინისტრის სახლი გაქურდეს.

Read More »

თბილისში A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ

თბილისში A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რეფორმის ფარგლებში, ქალაქში ტაქსების ორი კატეგორია იმოძრავებს – A და B ლიცენზიის მქონე ტაქსები. დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტაქსების რეფორმის დეტალებზე ისაუბრა. „B კატეგორიის ლიცენზიანტებს არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვის და არც ტაქსის მანიშნებლების დაყენების. მათ აქვთ საშუალება Taxify და Uber-ის სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სერვისით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას. რაც შეეხება A კატეგორიის მძღოლებს, მათ ...

Read More »