Nestle-სა და IDS ბორჯომს შორის ბიზნესგარიგება არ შედგა

0
112
Nestle-სა და IDS ბორჯომს შორის ბიზნესგარიგება არ შედგა

გთავაზობთ “კომერსანტის” მასალას. მთავარი  – “ბორჯომის” შემდგომ გადაყიდვასთან დაკავშირებით ისაა, ვინ მისცემს ახალ მეპატრონეს რუსულ ბაზარზე დარჩენის გარანტიას, შეძლებს ამას “ალფა–ჯგუფი?” და საერთოდ ექნება ამ გარიგებიდან რაიმე სიკეთე საქართველოს?

Nestle-სა და IDS ბორჯომს შორის ბიზნესგარიგება არ შედგა. რამდენიმე თვის წინ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, IDS Borjomi-ის ყიდვას Nestle ან Coca-Cola აპირებდა. როგორც „კომერსანტს“ წყარომ განუცხადა, ბოლო პერიოდში Nestle-მ IDS ბორჯომს Coca-Cola-ზე მეტი თანხა შესთავაზა, ამიტომ გადაწყვეტილი იყო, რომ ბიზნესგარიგება Nestle-სა და IDS ბორჯომს შორის მოხდებოდა. თუმცა, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ პროცესი შეჩერდა.

“კომერსანტი ცდილობს ინფორმაცია გადაამოწმოს IDS ბორჯომში, რომელსაც მიღებისანავე შემოგთავაზებთ.

გრძელდება თუ არა კონსულტაციები Coca-Cola-სთან, ამის გასარკვევად „კომერსანტი“ coca-cola bottlers Georgia-ს პრეზიდენტ თემურ ჭყონიას დაუკავშირდა. გასული წლის ბოლოს აღნიშნული ბიზნესგარიგების არსებობა „კომერსანტთან“ სწორედ ჭყონიამ დაადასტურა. ამ ეტაპზე ბიზნესმენთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

როგორც ცნობილია, რუსული გამოცემა „Коммерсантъ“-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით 2018 წლის ოქტომბერში წერდა, რომ „ალფა გრუპი“, რომელსაც ეკუთვნის მინერალური წყალი „ბორჯომის“ მწარმოებელი კომპანია IDS Borjomi, მოლაპარაკებებს აწარმოებდა შვეიცარულ კომპანია Nestle -სთან კომპანიის შესაძლო გაყიდვის თაობაზე.

თუმცა, ეს არ იყო ერთადერთი ინფორმაცია ამ თემაზე – მეორე წყარო საინვესტიციო წრეებიდან, ამტკიცებდა, რომ „ბორჯომის“ ყიდვით დაინტერესებული იყო coca-cola -ც. სამივე კომპანია ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველგვარ კომენტარზე უარს ამბობდა.

IDS Borjomi-ო პოსტსაბჭოთა სივრცეზე ბუტილირებული წყლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა. ის ფლობს 9 ქარხანას საქართველოში, რუსეთში და უკრაინაში. მის საკუთრებაშია ბრენდები – Bორჯომი, «Святой источник», და «Моршинская». 2017 წელს კომპანიის გაყიდვებმა 1,5 მლრდ. ლიტრს მიაღწია.

„ალფა გრუპმა“ IDS Borjomi 2013 წელს, ბორის ბერეზოვსკის ბიზნეს-პარტნიორის, ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეების კუთვნილი ფონდ Salford Capital Partners Inc.,-სგან შეიძინა. ამჟამად, Forbes-ის მონაცემებით „ალფა-გრუპი“ ფლობს IDS Borjomi-ის 55,8%-ს, პატარკაციშვილის მემკვიდრეები – 37,2%-ს, დანარჩენი ეკუთვნის წვრილ აქციონერებს საქათველოში, რუსეთში, და უკრანიაში.

Prosperity Capital Management–ის დირექტორი ალექსეი კრივიშაპკო მიიჩნევდა, რომ IDS Borjomi შესაძლებელია ღირდეს 630 მლნ. დოლარი. ბოლო წლებში კომპანია აქტიურად ვითარდებოდა და არაა გამორიცხული, რომ სწორედ გასაყიდად მზადება იყო დაკავშრებული ბაზარზე პოზიციების გაძლიერებასთან.

საკონსულტაციო კომპანია Nielsen -ში IDS Borjomi -ის, როგორც ბუტილირებული წყლის რუსული ბაზრის უპირობო ლიდერს ისე აფასებდნენ. 2017-2018 წლებში მხოლოდ «Святой источник» -ის გაყიდვები რაოდენობრივ ჭრილში 35%-ით, ხოლო თანხობრივად- 36%-ით გაიზარდა, რასაც კონკურენტებთან შედარებით უფრო დაბალმა ფასმა შეუწყო ხელი.

გაზეთის წყაროს ინფრომაციით, Nestle -ს და Coca-Cola -ს აქვთ სტრატეგიული ინტერესი ბუტილირებული წყლის ბაზრისადმი, რომელზეც მუშაობს IDშ Bორჯომი, რადგანაც ის ეკონომიკური კრიზისის პერიოდშიც კი აქტიურად იზრდებოდა.

Euromonitor -ის პროგნოზით, რუსეთის ბუტილირებული წყლოს ბაზრის ბრუნვა 2018 წელს 187 მლრდ. რუბლს მიაღწევს.სადღეისოდ Nestle არ აწარმოებს ბუტილირებულ სასმელებს რუსეთში და სავარაუდოდ ამ ბაზარზე შემოსვლითაა დაინტერესებული.