თბილისს ახალი ბიზნესაქსელერატორი შეემატა

0
73
თბილისს ახალი ბიზნესაქსელერატორი შეემატა

თბილისის ახალი ბიზესაქსელერატორის პერეზენტაცია კიკვიძის სახელობის პარკში გაიმართა.

ღონისძიებას საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დაესწრნენ. პრეზენტაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ გახსნა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა .

მისი თქმით, დღეიდან პარკის სივრცე თავისი სერვისებით ნებისმიერი ბიზნესიდეის მქონე პირისთვის ხელმისაწვდომია.

კახი კალაძის განცხადებით, პროექტის მიზანია დასაქმების ხელშეწყობა, დამწყები ბიზნესებისთვის შესაძლებლობების გაზრდა და ინოვაციური ბიზნესიდეებისგანხორციელება.

ბიზნესაქსელერატორი ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამ პროექტით ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს თავიანთი იდეების განხორციელებაში, ვეხმარებით ბიზნესგეგმის დაწერაში, ბიზნესთან კომუნიკაციასა და ურთიერთობაში, რათა მოვახერხოთ და შევძლოთ მათი იდეების რეალობად ქცევა და განხორციელება. გვეხმარება ევროკავშირი, მათ მიერ გამოყოფილ 500 ათას ევროს ჩვენც ვამატებთ თანხებს“,- განაცხადა კალაძემ

პარალელურად, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო თბილისური ბაზარი, სადაც 50-მდე მეწარმის მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

პროექტი შეიქმნა თბილისის მერიისა და ევროკავშირის ინიციატივით პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ფარგლებში, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისთანაპარტნიორობით.