კიკვიძის პარკს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

0
17
კიკვიძის პარკს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ და ყველა სხვა საქალაქო პარკში მოეწყობა სპორტული ზონა – ტრენაჟორები, რომლით სარგებლობა  ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება.

„ვაპირებთ ამ პარკის სრულ რეაბილიტაციას. გვინდა, მოვაწესრიგოთ არსებული მდგომარეობა. ბოლო დროს თუ ხართ ნამყოფები კიკვიძის პარკში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. აღნიშნული პარკის რეაბილიტაცია ტარდება იმ პროექტების ფარგლებში, რომელიც ემსახურება მწვანე სივრცეების შექმნას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.  აქ გვაქვს ორი მიმართულება: პირველი – არსებულის მოწესრიგება და მოვლა-პატრონობა და მეორე – ახალი საქალაქო პარკების და სკვერების მშენებლობა, რასაც გამგეობები ძალიან მაღალ დონეზე ასრულებენ. ამ კონკრეტული პროექტის განხორციელება 4 900 000 ლარი ჯდება. პარკი სრულად რეაბილიტირდება, შეიქმნება ახალი სივრცეები ბავშვებისთვის, მოეწყობა ამფითეატრი,  ველობილიკი. ყველანაირი ინფრასტრუქტურა მოეწყობა იმისთვის, რომ ადამიანი შევიდეს და კომფორტულ გარემოში დაისვენოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.