Home » ეკონომიკა » 2019 წელს სასტუმროების რაოდენობა 2,6%-ით გაიზარდა

2019 წელს სასტუმროების რაოდენობა 2,6%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში 1 682 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს 2.6 % აღემატება.

სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.3% კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.7 % – სახელმწიფო საკუთრებაში.

2019 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 76 300 შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით აღემატება 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ნომრების საერთო რაოდენობა 5.5 %-ით გაიზარდა და 35 100 ათასს გაუტოლდა.

Share