მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ხელისუფლების ბოლოს ფრთოსან რაკეტებს ვაკეთებდით

0
13
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ხელისუფლების ბოლოს ფრთოსან რაკეტებს ვაკეთებდით

ფრთოსან რაკეტებს ვაკეთებდით ჩვენი ხელისუფლების ბოლოსკენ. ასეთი ტექნოლოგია აქვთ მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მე ახლა მიკეთია საათი, რომელიც ზვიად ციკოლიას გაკეთებულია. სხვათა შორის, უკრაინელების შეკვეთით გააკეთა, ძალიან მაგარი საათია. ზვიადმა გააკეთა „ლაზიკა“, „დიდგორის“ დიზაინი, ზვიადი აწყობდა თვითმფრინავს „დელტაში“. დღეს აღარავინ აწყობს თვითმფრინავებს. ფრთოსან რაკეტებს ვაკეთებდით ჩვენი ხელისუფლების ბოლოსკენ. ასეთი ტექნოლოგია აქვთ მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს.  საქართველო აკეთებდა. ახლა ზვიად ციკოლია აკეთებს საათებს უკრაინისთვის, რადგან თავი რამით ხომ უნდა ირჩინოს.

დამთავრდა „დელტა“, რაკეტები, თვითმფრინავები, „ბეტეერები“, „ბეემპეები“. დამთავრდა ჩვენი შესაძლებლობა მილიარდი დოლარის პროდუქცია გაეყიდა საქართველოს მარტო მაღალტექნოლოგიურ სამხედრო სფეროში და საუკეთესო ხალხი კაცმა არ იცის რითია დაკავებული“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

[divider]

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა “ბანკები და ფინანსების” გამოკითხვაში