“საქართველო და ნატო ცხირს ვერ შეყოფენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”

0
23

რუსეთი არ დაუშვებს აგრესიას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რადიოსადგურ Комсомольская правда-ს ეთერში განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამგვარად ჟურნალისტის კითხვას უპასუხა იმის თაობაზე, რომ ამიერკავკასიაში ნატო და საქართველოს სამხედრო პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერება ხდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ თავისი ბატალიონებით ცხვირს ვერ შეყოფენ. მათ ესმით, რომ ჩვენ სამოკავშირეო ურთიერთობები გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ჩვენ არ მივცემთ აგრესორებს იმის უფლებას, რომ თავს დაესხან ჩვენს მოკავშირეებს”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

[divider]

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა “ბანკები და ფინანსების” გამოკითხვაში