პარკირების ადგილების მოსაწყობად მორიგი ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება

0
68
პარკირების ადგილების მოსაწყობად მორიგი ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება
თბილისის მერია პარკირების ადგილების მოსაწყებად მორიგ ინტერესთა გამოხატვას 2019 წლის პირველ კვარტალში გამოაცხადებს

ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ განუცხადა.

მისი განმარტებით, განახლებული ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში მერია კერძო სექტორს იმაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებს, ვიდრე ეს პირველ ჯერზე მოხდა, როცა მერიის მიერ შეთავაზებული ათი ადგილიდან, პარკირების მოსაწყობად მხოლოდ ერთი კომპანია დაინტერესდა, რომელიც სამუშაოებს ფილარმონიასთან ახორციელებს.

„ფილარმონიასთან უკვე მუშაობს კომპანია, ხელშეკრულება გაფორმებულია. დანარჩენზე პიროებების გაუმჯობესების კუთხით ვმუშაობთ, რომ უფრო დაინტერესებულები იყვნენ კომპანიები. ინტერესთა გამოხატვას სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ კვარტალში გამოვაცხადებთ. ეს შესაძლოა, ორ ლოტად განვახორციელოთ“, – განმარტა ბასილაიამ.

bm.ge