„მცირეწლოვანი შვილების დედებს, რომლებსაც მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია, შევიწყალებთ”

0
19
„მცირეწლოვანი შვილების დედებს, რომლებსაც მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია, შევიწყალებთ

გაერთიანებული ოპოზიცია აპირებს შეიწყალოს დედები, რომელთაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ და არ აქვთ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი, – ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

“გაერთიანებული ოპოზიცია, როგორც კი მას მიეცემა ხელისუფლება, აპირებს შეიწყალოს დედები, რომელთაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და არ აქვთ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი, ადამიანები, ვისაც სამეურნეო დანაშაული აქვთ ჩადენილი, ადამიანები, ვისაც რაღაც ზღვრამდე აქვთ ეკონომიკური დანაშაულები, ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ ციხეში არიან, მათ შორის, ძალიან ნიჭიერი ხელოვანი ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე არიან დაკავებულები, ან მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის”,- განაცხადა ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.