ბორჯომის ტყის აღდგენაში მონაწილეობას თიბისის თანამშრომლება მიიღეს

0
67
ბორჯომის ტყის აღდგენაში მონაწილეობას თიბისის თანამშრომლება მიიღეს

თი-ბი-სი“ ბანკის ინიციატივით, 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოებიდაიწყო.
სამუშაოების ფარგლებში კომპანია 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის 10 ჰექტარს სრულად აღადგენს.
ტერიტორიაზე ნიადაგის მომზადების, სარგავი ადგილების მონიშვნის და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების სატყეო სააგენტოსთან ერთადუკვე ერთი წელია მიმდინარეობს.

20 ოქტომბერს, თიბისის 200-მდე თანამშრომელმა ნერგების დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა.

დარგვის პროცესი სექტემბრიდან დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე „თი-ბი-სი“ ბანკის ინიციატივით, ტერიტორიაზე ჯამში 17 500კავკასიური ფიჭვი და სხვა სახის ნერგები დაირგვება, რომლებიც ეროვნულ საშენ მუერნეობაშია გამოყვანილი. იმ გარემოებისგათვალისწინებით, რომ ტყის აღდგენა სპეციფიკურ და ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს, ტერიტორიაზე სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება.
“თი-ბი-სი“ ბანკი პირველი კომპანია იყო კერძო სექტორიდან, რომელიც 2017 წელს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყისაღდგენის ინიციატივით გამოვიდა. ერთი წლის წინ, თიბისი ბანკის საბჭოს თავმჯდომარემ-მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების საშუალების საზოგადოებას კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი 2017 წლის 20 აგვისტოს გაჩნდა. არსებული მონაცემებით, ნახანძრალიფართობი 752 ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 525 ჰექტარი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ხანძრითგანადგურებული ტყის ტერიტორიაა.