ქონება სახელმწიფო საკუთრება იყო და ის თქვენთვის არავის წაურთმევია – დიმიტრი ქუმსიშვილი თამაზ გაიაშვილს “კომერსანტში” გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხობს

0
71
ქონება სახელმწიფო საკუთრება იყო და ის თქვენთვის არავის წაურთმევია - დიმიტრი ქუმსიშვილი თამაზ გაიაშვილს “კომერსანტში

რამდენიმე დღის წინ commersant.ge-ზე ძალიან პატარა მაგრამ სამაგალითო სტატიას წავაწყდი ჩემს შესახებ. სტატიაში თამაზ გააშვილის თქმით ის აეროპორტთან სასტუმროს აღარ ააშენებს, რადგან “ ქუმსიშვილმა მას მიწა წაართვა და გაუყიდა”, მაშ ასე მეგობრებო, მოდით საფუძვლიანად გავერკვეთ ვის მიწაზე და ზოგადად რაზე საუბრობს გაიაშვილი, — წერს ყოფილი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი საკუთრ Facebook-ზე.

სტატუსს, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილმა სოციალურ ქსელსი გამოაქვეყნა, კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:

აღნიშნული მიწა წამოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას 12653 კვადრატულ მეტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ და გარდა გაიაშვილისა სხვა კომპანიებსაც ჰქონდათ მისი შეძენის დაინტერესება დაფიქსირებული სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, რაც ეხება გაიაშვილს, მას მიწა სასტუმროს ასაშენებლად, 100000 (ასი ათას) ლარად უნდოდა, მაშინ როცა მიწის საბაზრო ღირებულება სამხარულის ექსპერტიზის ბიუროს მიხედვით 1840725 (ერთ მილიონ რვაას ორმოცი ათას შვიდას ოცდახუთ) ლარს შეადგენდა. შეასბამისად მიწა საბაზრო ღირებულებით 1841000 ლრად და საინვესტიციო ვალდებულებით, აუქციონზე 02/05/2018 წელს გამოიტანა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამასთანავე სააგენტომ აწარმოა აქტიური სარეკლამო კამპანია “ 50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ჩემთვის აბსოლუტურად უცნობმა კომპანიამ, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტში 1851000 ლარი გადაიხადა და აიღო ვალდებულება 120 ნომრიანი სასტუმროს აშენების.

რატომ არის ეს შემთხვევა სამაგალითო:

იმიტომ, რომ სწორედ ჩემი ასეთი გადაწყვეტილებების გამო, არაერთი ადამიანი გავანაწყენე, როცა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე გამდიდრების საშუალებას არ ვაძლევდი. ამიტომაც ზოგიერთი მათგანი დიდი მონდომებით ცდილობდა და დღესაც ცდილობს სამაგიერო ასეთი ცრუ ბრალდებების გავრცელებით გადამიხადოს.

ბატონო თამაზ ქონება სახელმწიფო საკუთრება იყო და ის თქვენთვის არავის წაურთმევია და მითმეტეს გაუყიდია, თქვენ ისევე შეგეძლოთ აუქციონში მონაწილეობის მიღება როგორც სხვამ მიიღო.

დაინტერესებულ პირებს უპრობლემოდ შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვონ ამ საკითხზე ინტერნეტშიც და ეკონომიკის სამინისტროშც.

თამაზ გაიაშვილის განაცხადებაზე დაყრდნობით  კომერსანმა მასალა მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა – თამაზ გაიაშვილი: „მიწა წამართვეს და გამიყიდეს“ – ბიზნესმენი სასტუმროს ვეღარ აშენებს

„სასტუმროს ასაშენებლად განკუთვნილი მიწა ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში დიმიტრი ქუმსიშვილმა წამართვა და გამიყიდა,“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ ექსკლუზიურად კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა განუცხადა.

„ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან კონკრეტული მოლაპარაკებების დეტალებსაც იხსენებს.

„ქუმსიშვილს ვუთხარი, რომ სასტუმროს გაკეთება მსურდა და გავარკვიე ისიც, რომ ამ ტერიტორიაზე სხვას პრეტენზია არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მე სასტუმროს მშენებლობას აეროპორტის ტერიტორიაზე გადავიფიქრებდი. დიმიტრი ქუმსიშვილი დამთანხმდა და თქვა, რომ მიწას გამომიყოფდა. როდესაც არქიტექტურული და საინჟინრო პროექტის მომზადება დავიწყე მან მიწა გაყიდეს.

ამჟამად როგორი მდგომარეობაა? – „ქუმსიშვილს ჰკითხეთ რა ხდება, მე აღარაფერი ვიცი,“ – აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.

კომერსანტმა გადაამოწმა ინფორმაცია და როგორც გაირკვა, ბიზნესმენის მიერ დასახელებული მიწის ნაკვეთი კანონის დაცვით, აუქციონის წესით გაიყიდა, სადაც გაიაშვილს მონაწილეობა არ მიუღია.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში „კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თამაზ გაიაშვილი თბილისის აეროპორტთან სავარაუდოდ „აკორ ჯგუფის“ ბრენდის სასტუმროს აშენებდა. საუბარი იყო 120-დან 160- ნომრამდე სასტუმროზე, რომელიც 4-ვარსკვლავიანი იქნებოდა.

პროექტში 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმებოდა.

კომერსანტი