Toyota 2,4 მილიონ უკვე გაყიდულ ავტომობილს უკან იბრუნებს – მათში ქარხნული წუნი აღმოჩნდა

0
65
Toyota 2,4 მილიონ უკვე გაყიდულ ავტომობილს უკან იბრუნებს - მათში ქარხნული წუნი აღმოჩნდა

იაპონური ავტოკონცერნი Toyota, რომელიც მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი ავტომწარმოებელია, მომხმარებელს ბოდიშს უხდის და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან 2,4 მილიონ ჰიბრიდულ ავტომობილს უკან იბრუნებს, ძრავების პრობლემის გამო.

ინფორმაცია ამის შესახებ Toyota-ს პრეს-სამსახურმა გაავრცელა. საქმე ეხება სხვადასხვა მოდელისა და კლასის ავტომობილებს, მათ შორის არის ძალიან პოპულარული Prius მოდელი.

ქარხნული წუნით გაყიდული ავტომობილების უმეტესობა იაპონიის (130 მილიონი ავტომობილი), აშშ-ის (830 მილიონი ავტომობილი) და ევროპის (290 ათასი) ბაზრებზე მოხვდა.

მწარმოებლის ინფორმაციით, დაფიქსირებულმა წუნმა შეიძლება მოძრაობის დროს ძრავის თვითნებური გაჩერება გამოიწვიოს. პრესას, ჯერჯერბით, მსგავსი ინციდენტების შესახებ არაფერი დაუწრია.