თემურ ჭყონია საქართველოში ბრიტანული Costa Coffee–ს წარმოებას იწყებს

0
77
თემურ ჭყონია საქართველოში ბრიტანული Costa Coffee–ს წარმოებას იწყებს

ბიზნესმენი თემურ ჭყონია საქართველოში ბრიტანული Costa Coffee–ს წარმოებას იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ ჭყონიამ ექსკლუზიურად განუცხადა. მისი ინფორმაციით, წარმოება ახალ ქარხანაში, დაახლოებით 2020 წლისთვის მოხდება.

როგორც ჭყონია განმარტავს, განიხილება ორი მიმართულება. მათ შორის, Costa Coffee–ს ბრენდის ყავის ქილებში ჩამოსხმა და ამავე ბრენდის კაფეების მოწყობა. რა რაოდენობის ინვესტიცია განხორციელდება უცნობია, ბიზნესმენი აცხადებს, რომ ეს პროექტი ჯერ მონახაზის დონეზეა და ინვესტიციის ოდენობა მოგვიანებით დაზუსტდება.

როგორც ცნობილია, ბრიტანეთის ყავახანების უმსხვილესი ქსელი Costa Coffee რამდენიმე თვის წინ Coca-Cola–მ იყიდა. როგორც გამოცემა Independent იუწყება, გარიგების ოდენობა 3.9 მილიარდი ფუნტი იყო. ამჟამად Costa Coffee ბაზარზე 4 ათასი ყავახანით არის წარმოდგენილი.