დიდი გარიგება: IDS Borjomi-ი შესაძლოა Nestle-მ ან Coca-Cola-მ იყიდოს

0
98
დიდი გარიგება: IDS Borjomi-ი შესაძლოა Nestle-მ ან Coca-Cola-მ იყიდოს

IDS Borjomi-ი შესაძლოა  Nestle-მ ან  Coca-Cola-მ იყიდოს. აღნიშნულ გარიგებას „კომერსანტთან“ ადასტურებს coca-cola bottlers Georgia-ს პრეზიდენტი თემურ ჭყონიაც. ბიზნესმენი  დამატებით დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა, განმარტავს, რომ ეს საკითხი მისი ინფორმაციით განხილვაშია.

რუსული გამოცემა „Коммерсантъ“-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ  „ალფა გრუპი“, რომელსაც ეკუთვნის მინერალური წყალი „ბორჯომის“ მწარმოებელი კომპანია IDS Borjomi,  მოლაპარაკებებს  აწარმოებს შვეიცარულ კომპანია Nestle-სთან კომპანიის შესაძლო გაყიდვის თაობაზე.

თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ინფორმაცია ამ თემაზე  – მეორე წყარო საინვესტიციო წრეებიდან, ამტკიცებს, რომ „ბორჯომის“ ყიდვით დაინტერესებულია Coca-Cola-ც. სამივე კომპანია ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველგვარ კომენტარზე უარს ამბობს.

IDS Borjomi   პოსტსაბჭოთა სივრცეზე ბუტილირებული წყლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი  კომპანიაა. ის ფლობს 9 ქარხანას საქართველოში, რუსეთში და უკრაინაში. მის საკუთრებაშია  ბრენდები –   Borjomi, «Святой источник», და  «Моршинская». 2017 წელს კომპანიის გაყიდვებმა 1,5 მლრდ. ლიტრს  მიაღწია.

„ალფა გრუპმა“  IDS Borjomi 2013 წელს, ბორის ბერეზოვსკის ბიზნეს-პარტნიორის, ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეების კუთვნილი ფონდ  Salford Capital Partners Inc.,-სგან შეიძინა. ამჟამად, Forbes-ის მონაცემებით „ალფა-გრუპი“ ფლობს IDS Borjomi-ის 55,8%-ს, პატარკაციშვილის მემკვიდრეები – 37,2%-ს, დანარჩენი ეკუთვნის წვრილ აქციონერებს საქათველოში, რუსეთში, და უკრანიაში.

Prosperity Capital Management-ის  დირექტორი ალექსეი კრივიშაპკო მიიჩნევს რომ IDS Borjomi შესაძლებელია ღირდეს 630  მლნ. დოლარი.  ბოლო წლებში კომპანია აქტიურად ვითარდებოდა  და არაა გამორიცხული, რომ სწორედ  გასაყიდად მზადება იყო დაკავშრებული  ბაზარზე პოზიციების გაძლიერებასთან.

საკონსულტაციო კომპანია Nielsen-ში აფასებენ IDS Borjomi-ის, როგორც ბუტილირებული წყლის რუსული ბაზრის უპირობო ლიდერს.  2017-2018 წლებში მხოლოდ    «Святой источник» -ის გაყიდვები  რაოდენობრივ ჭრილში  35%-ით, ხოლო თანხობრივად- 36%-ით გაიზარდა, რასაც კონკურენტებთან შედარებით უფრო დაბალმა ფასმა  შეუწყო ხელი.

გაზეთის წყაროს ინფრომაციით,  Nestle-ს და Coca-Cola-ს აქვთ სტრატეგიული ინტერესი ბუტილირებული წყლის ბაზრისადმი, რომელზეც მუშაობს IDS Borjomi,  რადგანაც ის ეკონომიკური კრიზისის პერიოდშიც კი აქტიურად იზრდებოდა.

Euromonitor -ის პროგნოზით, რუსეთის  ბუტილირებული წყლოს ბაზრის ბრუნვა 2018 წელს  187 მლრდ. რუბლს მიაღწევს.სადღეისოდ Nestle არ აწარმოებს ბუტილირებულ სასმელებს რუსეთში  და სავარაუდოდ ამ ბაზარზე შემოსვლითაა დაინტერესებული.

commersant.ge