ივანიშვილი: ზაზა ოქუაშვილს მართლაც შევხვდი ერთხელ და დავეხმარეთ, როგორც ყველა ბიზნესს

0
30
ივანიშვილი: ზაზა ოქუაშვილს მართლაც შევხვდი ერთხელ და დავეხმარეთ, როგორც ყველა ბიზნესს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ინტერესდება, თუ რატომ არ აქვს „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ის ჩანაწერი, რომელიც მისი და ივანიშვილის შეხვედრას ასახავს და რომელზეც ოქუაშვილის თქმით, ივანიშვილი 4 მილიონს სთხოვდა. ამასთან, ივანიშვილმა ოქუაშვილის განცხადებებს ღიმილისმომგვრელი უწოდა, თავად ოქუაშვილს კი – „ჩანაწერების ოსტატი“.

„მედიასა და ბიზნესზე ზეწოლაზე განცხადებები ღიმილს იწვევს. მე მას მართლაც შევხვდი ერთხელ და დავეხმარეთ ჩვენ ისევე, როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს. ეს ვალდებულება, როდესაც გამაჩნია, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემთან, პრემიერთან ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ბიზნესს. სხვა დანარჩენი გასაგებია, რომ მხოლოდ ღიმილისმომგვრელია. ეს კაცი ჩანაწერების ოსტატი ყოფილა, ყველას და ყველაფერს იწერდა, თუმცა რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს. თუ ვინმე შეგეკითხებათ გუშინდელ გადაცემაზე, უპასუხეთ, რომ სადაა ჩანაწერები? გამოიტანოს ეს ჩანაწერები და გვაჩვენოს ამ შეხვედრის შესახებ“, – განაცხადა ივანიშვილმა.