ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

0
11
ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ნათია თურნავა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს. თანამდებობა კი დატოვა გიორგი ჩიქოვანმა, რომელიც მინისტრის მოადგილის პოსტზე ენერგეტიკულ მიმართულებას კურირებდა.

ნათია თურნავა 2013 წლიდან საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. ამ პოსტის დაკავებამდე, იგი 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა კერძო და საჯარო სექტორებში.