გიორგი ცხადაძე: 2018 წელს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში gwp თბილისში 350 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემას განაახლებს

0
69
გიორგი ცხადაძე: 2018 წელს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში gwp თბილისში 350 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემას განაახლებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დედაქალაქის მასშტაბით 4000 კმ წყალსადენისა და  წყალარინების  ქსელს მართავს. კომპანიის პრიორიტეტია მოსახლეობის უზრუნველყოფასტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით.  დღემდე კომპანიამ ამორტიზებული ქსელის 700 კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად განაახლა, შედეგად  ქსელზე დაზიანებებისრაოდენობა 35 %-ით შემცირდა და მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ასევე კომპანიამ   200 კმ -ზე მეტი სიგრძის ახალი ქსელი განავითარა თბილისისისეთ დასახლებებში, სადაც   წყალმომარაგების სისტემა არ არსებობდა.

კომპანია  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დედაქალაქის მასშტაბით 500 000 აბონენტს 24 საათიან რეჟიმში ხარისხიანი სასმელი წყლით  ამარაგებს.დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ყოველდღიურად ნიშვნელოვანეს პროცესებს ვმართავთ, რაც გულისხმობს  მდინარე არაგვის ხეობიდანწყლის მოპოვებას, წყლის დამუშავებას და გაფილტვრას, მაგისტრალური წყალდენების საშუალებით წყლის ტრანსპორტირებას და დედაქალაქისმოსახლეობის უწყვეტად, სასმელი  წყლით უზრუნველყოფას.

ბოლო სამ წელიწადში წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით თბილისის 400 ქუჩაზე შევცვალეთ  ამორტიზებული ქსელი.  2018 წელს და მომდევნო ორიწლის განმავლობაში  ინფრასტრუქტურულ პროექტებში 200 მილიონი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ და  თბილისში 350კმ სიგრძის  წყალსადენისადა წყალარინების ქსელს სრულად განვაახლებთ. – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი  ორიენტირებულია სამ მთავარ  მიმართულებაზე: ეს არის   წყალმომარაგების მაღალი ხარისხის  ინფრასტრუქტურისმოწყობა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა  და   დარგის სპეციალისტების განვითარება.