სახანძრო დეპოებში საბჭოთა ავტოპარკი ახლით ჩანაცვლდება

0
31
სახანძრო დეპოებში საბჭოთა ავტოპარკი ახლით ჩანაცვლდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამაშველო ჯგუფებისთვის 20 მაღალი გამავლობის პიკაპის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ასევე, დაგეგმილია ახალი სახანძრო მანქანებისა და აღჭურვილობის შეძენა.

„მთავრობამ მოიწონა ჩვენი წინადადება, რომლის მიხედვითაც, გამოცხადდება ტენდერი 20 მაღალი გამავლობის პიკაპის შესაძენად. ეს პიკაპები განკუთვნილი იქნება სამაშველო ჯგუფებისთვის. გარკვეულ რეგიონებში იყენებენ საბჭოთა წარმოების ტექნიკას და ამ შესყიდვით ჩვენ წერტილს დავუსვამთ საბჭოთა ტექნიკის გამოყენებას. რაც შეეხება სახანძრო მიმართულებას, გაგრძელდება შესყიდვები. ახლა მიმდინარეობს დაგეგმვის პროცესი. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რამდენიმე მსხვილ ევროპულ სახანძრო მწარმოებელ კომპანიასთან და მომავალი 2-3 წლის განმავლობაში საქართველოს სახანძრო დეპოებში არც ერთი საბჭოთა წარმოების მანქანა აღარ იქნება. ასევე, ვგეგმავთ დამატებითი აღჭურვილობის შეძენას. განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

ხუციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველომ ტყის ხანძრებთან საბრძოლველად 13 მილიონი ლარის ტექნიკა შეიძინა, რამაც სტიქიასთან ბრძოლის ეფექტიანობა გაზარდა.