აშშ „არაბული ნატო-ს“ ფორმირებას იწყებს

0
69
მედია - აშშ „არაბული ნატო-ს“ ფორმირებას იწყებს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი ალიანსის ფორმირებას შეუდგა, ორგანიზაციას „ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიული ალიანსი“ (MESA), არაოფიციალურად – „არაბული ნატო“ ერქმევა. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ წევრზე დაყრდნობით გამოცემა Defence News იუწყება.

„ალიანსის რიგებში უნდა შევიდნენ: საუდის არაბეთი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ყატარი, ომანი, ბაჰრეინი, ეგვიპტე და იორდანია. ორგანიზაციის მიზანი ტერორიზმთან და ექსტრემიზთან ბრძოლა, ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის შენარჩუნება და რეგიონში ირანული აგრესიის შეკავება იქნება“, – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრმა.

გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალურად ალიანსის მიზნები 12-13 ოქტომბერს, ვაშინგტონში დაგეგმილ სპარსეთის ყურის ქვეყნების სამიტზე იქნება დასახელებული.