„ბლოკჩეინის კუნძული” – მალტა მსოფლიო ნოვატორი ქვეყანა ხდება

0
36
„ბლოკჩეინის კუნძული

პატარა ევროპული კუნძული – მალტა ბლოკჩეინის კერა გახდება. ხმელთაშუაზრვისპირეთის ქვეყნის მთავრობა მიზნის მისაღწევად – იქცეს „ბლოკჩეინის კუნძულად“ ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისთვის კარებს ხსნის.

ბლოკჩეინი შეიძლება გახდეს ღია, ტრანზაქციების ბლოკნოტი, რომლებიც ხორციელდება ორ მხარეს შორის. ბლოკჩეინის გამოგონებამ ბიტკოინს საშუალება მისცა, გადაეჭრა ორმაგი ხარჯვის პრობლემა მესამე (სანდო) მხარის ჩარევის გარეშე. ბლოკჩეინის შემქმნელები უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და ტრანზაქციების ხარჯების შემცირებას გვპირდებიან.

მალტის მთავრობა იმედოვნებს, რომ კუნძული კრიპტოვალუტების „თავშესაფრად“ იქცევა. მათ იმედი აქვთ, რომ ბლოკჩეინი ქვეყნის, როგორც ეკონომიკის, ისე ტრანსპორტირებისა და განათლების სისტემის ტრანსფორმაციას მოახდენს.

აღსანიშნავია, რომ მალტის პარლამენტმა მიიღო სამი კანონი, მარეგულირებელი სტრუქტურის შექმნასა და ბლოკჩეინის მსგავსი ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით.

მალტის ფინანსური მომსახურების, ციფრული ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის, სილვიო შრემბის განცხადებით, ხმელთაშუაზღვისპირეთის პატარა კუნძული მსოფლიოში პირველი სახელმწიფო იქნება, რომელიც ამ სივრცეში სამართლებრივ რეალობას უზრუნველყოფს.

ევროკავშირის ფარგლებში მალტამ ყველას დაასწრო ბლოკჩეინის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ პროცესებში სხვა ევროპული ქვეყნებიც აქტიურად არიან ჩართულნი. მაგალითად, მალტას მსგავსად ლიტვაც ხდება კრიპტოვალუტის ჰაბი, ხოლო ესტონეთი ახლოს იყო ეროვნული ციფრული ვალუტის -ესტკოინის გამოშვებასთან. შვეიცარიაში კი ზუგის კანტონს (ოლქს) „კრიპტო ველი“ ეწოდა…

 

წყარო: businesspost.ge