ამერიკელები ლებრონ ჯეიმსის ქვეყნის განათლების მინისტრად დანიშნვას ითხოვენ

0
9
ამერიკელები ლებრონ ჯეიმსის ქვეყნის განათლების მინისტრად დანიშნვას ითხოვენ

როგორც Bleacher Report-ი წერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი ონლაინ-პეტიციას იმაზე, რომ ლეიკერსის ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ქვეყნის განათლების მინისტრად დაინიშნოს.

პეტიცია აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გაეგზავნა.

“ლებრონ ჯეიმსი მაგალითია ბავშვებისთვის მთელს ქვეყანაში. მან აჩვენა, რომ ადარდებს ამერიკის ახალგაზრდა თაობის ბედი. მას ესმის საზოგადოებრივი განათლების მნიშვნელობა და ძალა. ამგვარი განათლება ეხმარება ბავშვებს საკუთარი რეალური პოტენციალის რეალიზაციაში”, – წერია მიმართვის ტექსტში.