თბილისში პარკირების წესების დარღვევაზე, 10 აპრილიდან დღემდე, 36 816 ჯარიმაა გამოწერილი

0
20
თბილისში პარკირების წესების დარღვევაზე, 10 აპრილიდან დღემდე, 36 816 ჯარიმაა გამოწერილი

„10 აპრილიდან დღემდე, პარკირების წესების დარღვევაზე გამოწერილია 36 816 ჯარიმა, რაც თანხობრივად 368 160 ლარზე მეტს შეადგენს”, – განაცხადა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

კახა კალაძის აზრით, ეს სტატისტიკური მონაცემები პასუხია ოპონენტების კრიტიკაზე, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ვერ მოახერხებდა პარკირების ფუნქციის შეთავსებას.

კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერიამ “სითი პარკთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, თბილისის სატრანსპორტო კომპანია პარკირების მენეჯმენტს მშვენივრად ართმევს თავს:

„გვახსოვს,  როგორი დამოკიდებულება იყო, გვეუბნებოდნენ, რომ ქალაქში კოლაფსი იქნებოდა, ჩვენ ვერ შევძლებდით და ვერ განვახორციელებდით პარკირების ფუნქციის შეთავსებას.

10 აპრილიდან დღემდე პარკირების წესების დარღვევაზე გამოწერილია 36 816 ჯარიმა, რაც თანხობრივად 368 160 ლარზე მეტს შეადგენს”, – განაცხადა კალაძემ.