“შორს არ არის ის დღე, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება”

0
12

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შორს არ არის ის დღე, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მანიშნებელია, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა, რომელიც პრემიერ- მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტისას გამოიხატა.

“25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აგრესორმა საქართველოს ძირძველი მიწები – ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ჩამოაჭრა. დღეს ტრადიციულად აღინიშნება აფხაზეთის დღე – ეს არის დღე, როდესაც ერთ-ერთმა დიდმა მოციქულმა სვიმონ კანანელმა იქადაგა აფხაზეთში. ერთ-ერთი უძველესი-ბიჭვინთის საეპისკოპოსო სწორედ აფხაზეთის ტერიტორიაზე იქნა დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ 25 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება, მაინც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შორს არ არის ის დღე, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ამის ერთ-ერთი მანიშნებელია, ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა, რომელიც პრემიერ- მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტისას იქნა გამოხატული”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.