ირაკლი ლექვინაძე: ბიზნესომბუდსმენი ყოველთვის დაიცავს ბიზნესის, მათ შორის კლუბების კანონიერ უფლებებს

0
22
ირაკლი ლექვინაძე: ბიზნესომბუდსმენი ყოველთვის დაიცავს ბიზნესის, მათ შორის კლუბების კანონიერ უფლებებს

რა გავლენა აქვს და როგორი ეკონომიკური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს 12 მაისის ღამეს „ბაისიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციას კლუბების საქმიანობაზე? —

ამ კითხვით  “კომერსანტი“  საქართველოს ბიზნესომბუსდმენს ირაკლი ლექვინაძეს დაუკავშირდა.

ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ ბიზნესომბუდმენის აპარატის მთავარი ფუნქცია ქვეყანაში კანონიერად მოქმედი ყველა ბიზნესინტერესის დაცვაა, ხოლო თუ კერძო სექტორში, ბიზნესის მხრიდან, რაიმე არაკანონიერ ქმედებას აქვს ადგილი, ასეთ შემთხვევებზე რეაგირება ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის სფეროს ცდება და ბიზნესთან ურთიერთობაში შესაბამისი ორგანოები ერთვებიან.

ბიზნესომბუდსმენი ყოველთვის დაიცავს ბიზნესის, მათ შორის კლუბების კანონიერ უფლებებს და რათქმაუნდა, საჭიროების შემთხვევაში, ბიზნესომბუდსმენის ოფისი დაიცავს “ბასიანისა“ და „გალერის“   კანონიერ ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებსაც“- ამბობს ლექვინაძე.

პრესაში გავრცელებულ მისივე კომენტარზე, სადაც „ბასიანი“ მოხსენიებულია როგორც ნარკობიზნესი კი გვპასუხობს:

ჩვენ ცხადად ვამბოთ, რომ ნარკობიზნესს მხარს არ დუვეჭერთ და ვერ დავიცავთ,

რადგან დღეს საქართველოში მოქმედი კანონმდელობით ეს აკრძალული საქმიანობაა. რაც შეეხება კანონიერ ბიზნესსაქმიანობას, მათ შორის კლუბების, თუ ისინი ჩათვლიან, რომ მათი კანონიერი უფლებები იზღუდება,

უკვე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვამბობ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მზად ვართ ჩავერთოთ პროცესში. მე მივესალმები კლუბ „გალერის“ გახსნას. ასევე, მნიშვნელოვანია მალევე მიეცეს ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობა კლუბ „ბასიანს“.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კლუბებში განხორციელებული სპეცოპერაციის საფუძველს,

ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ელოდება გამოძიების შედეგებს და ამ ეტპაზე არა ქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს შსს-ს მიერ განხორციელებული მოქმედებების აუცილებლობაში.

წყარო:commersant.ge