ბოლო ხუთ წელში საქართველოში 270 ხანძარი მოხდა

0
123
ბოლო ხუთ წელში საქართველოში 270 ხანძარი მოხდა
ტყეებში გაჩენილი ხანძრების სტატისტიკა – 2013-2017

 IDFI-ის კვლევამ აჩვენა, რომ  სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ბოლო წლებში სულ 270 ხანძარი მოხდა. ყველაზე მეტი ხანძარი  2015 წელს დაფიქსირდა და მათი რაოდენობა 72-ს აღწევს. 2017 წელს კი, ხანძრების მაჩვენებელი 55-ია და   წინა წელთან შედარებით  13-ით არის გაზრდილი.

ბოლო ხუთ წლის განმავლობაში ხანძრები 2,558.35 ჰა ფართობზე გავრცელდა.  აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით,  2017 წელს 7-ჯერ უფრო მეტ ფართობზე გავრცელდა და მთლიანობაში 1359,5 ჰა მოიცვა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს,  აგვისტოს თვის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით 30-მდე ხანძარი დაფიქსირდა. მათ შორის კი, ყველაზე ძლიერი 20 აგვისტოს  ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა, რის შედეგადაც დაახლოებით 200 ჰა ტყის ფართობი დაიწვა.

ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყის ფართობზე – 2014-2017 წელს აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა.

მოამზადა ანნა ბაჟუნაიშვილმა

[poll id=”5″]