მეტრო მაინც გაიფიცება: “არავინ აპირებს, ამ სისულელეს დათანხმდეს!”

0
31
მეტრო მაინც გაიფიცება:

მიუხედავად თბიილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, თბილისის მეტროს ალტერნატიული პროფკავშირის “ერთობა 2013”-ის მემანქანეები 3 ივნისს მაინც გაიფიცებიან. პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილის ვასილ ვარსიმაშვილის თქმით, მემანქანეები არ აპირებენ, დაემორჩილონ პირველი ინსტანციის გადაწყვეყილებას, რომლითაც მან მეტროს მუშაკების გაფიცვა განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა.

“ყველა მემანქანის ერთობლივი აზრია, რომ არავინ აპირებს, ამ სისულელეს დათანხმდეს. რაც იყო კანონიერი გადაწყვეტილება (გაფიცვის გადავადება 30 დღით), ამას ვემორჩილებით. 30 კალენდარული დღე უკვე გავიდა. ერთ ტექსტში ამდენი სისულელე, მე პირადად, არსად წამიკითხავს: როდესაც მეუბნებიან, რომ გაიფიცე, თუმცა არა სამუშაო დროს, არამედ სახლში რომ წახვალ, მაშინ. არ ვიცი, ამას ვერაფერს დავარქმევ და ვერანაირ სიმართლეხ ვერ ვხედავ მასში. ყველა, მთელი შემადგენლობა იმ აზრზე ვართ, რა აზრზეც ვიყავით”, – აღნიშნა ვარსიმაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 მაისს მეტროს თანამშრომელთა პროფესიულ გაერთიანება “ერთობა-2013“-ს, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება.