ღამის კლუბების საქმიანობა შესაძლოა, რეგულირებადი გახდეს

0
12
ღამის კლუბების საქმიანობა შესაძლოა, რეგულირებადი გახდეს

შს სამინისტრო კლუბების საქმიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას შეიმუშავებს.
როგორც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, ამჟამად უწყება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას სწავლობს.

„საერთოდ ვთვლით, რომ შეიძლება საკანონმდებლო ცვლილებებიც დაგვჭირდეს. ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში სანებართვო საქმიანობაა ღამის კლუბები. არ ვართ დარწმუნებული, რომ ეს ის ზომებია, რომლებიც ჩვენ გვჭირდება, თუმცა გარკვეული სახის ღონისძიებები, ალბათ, გასატარებელი იქნება. ჩვენ ახლა ვსწავლობთ საუკეთესო პრაქტიკას, ევროპაში რა ხდება და გარკვეული წინადადებებით შემოვალთ“, – განაცხადა გახარიამ.