გიორგი გახარია: ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე

0
11
გიორგი გახარია: ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე

ჩვენ დისკომფორტი შევუქმენით 70 – მაქსიმუმ 100 ადამიანს, რომელიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდა, ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდია სარგებელი, რომელიც შს სამინისტროს მიერ ჩატარებულმა მოიტანა.

“ის რომ, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ დისკომფორტი შევუქმენით 70 – მაქსიმუმ 100 ადამიანს, რომელიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდა, ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე. ის სარგებელი, რომელიც ამ ღონისძიებამ მოგვიტანა უნდა ყოფილი და არის ერთმნიშვნელოვნად ბევრად უფრო მეტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან.