მამუკა ბახტაძე: კომპრომისი ვერ იქნება, როცა საქმე ეხება ნარკორეალიზატორების საქმიანობას

0
15
მამუკა ბახტაძე: კომპრომისი ვერ იქნება, როცა საქმე ეხება ნარკორეალიზატორების საქმიანობას

ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან ნარკოტიკების მომხმარებლები, საჭიროა მაქსიმალურად ჰუმანური მიდგომა, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მათზე, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მამუკა ბახტაძის განმარტებით, რაც შეეხება ნარკორეალიზატორებს, ამ მხრივ კომპრომისი ვერ იქნება.

“გუნდში არის მსჯელობა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და ჩვენი მიდგომა იქნება მაქსიმალურად ტრანსპარენტული. ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ რა თქმა უნდა, ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან ნარკოტიკების მომხმარებლები, საჭიროა მაქსიმალურად ჰუმანური მიდგომა, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მათზე. ჩვენ გვაქვს ახალი სტანდარტი ამ კუთხით დასამკვიდრებელი, მაგრამ რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციას და რეალიზატორებს, აქ ბუნებრივია, კანონი იქნება ძალიან პრინციპული და ეს არის სწორედ საზოგადოების დაკვეთა. კომპრომისი ვერ იქნება, როცა საქმე ეხება ნარკორეალიზატორების საქმიანობას, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რაც შეეხება ნარკომომხმარებლებს, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად ჰუმანური მიდგომა. მიდგომა, რომელიც დაკავშირებულია მათი ცხოვრების შეცვლასთან, მხარდაჭერასთან”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

► ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის ვადაში მომზადდება

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილის პოზიციამ და მისმა კლიპმა ხომ არ დააჩქარა მოვლენები, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ეს რელობას არ შეესაბამება.

“ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საუბარი გუნდში, საზოგადოებაში, პარლამენტში დაიწყო რამდენიმე თვის წინ. აქედან გამომდინარე, სპეკულაცია იმაზე, რომ ერთმა განცხადებამ გამოიწვია ამ საუბრის დაწყების აუცილებლობა, რა თქმა უნდა, ეს რეალობას არ შეესაბამება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.