რა სამუშაო რეგულაციები აქვს თურქეთის სახელმწიფოს სეზონურ სამუშაოებზე

0
33
რა სამუშაო რეგულაციები აქვს თურქეთის სახელმწიფოს სეზონურ სამუშაოებზე
 რა სამუშაო რეგულაციები აქვს თურქეთის სახელმწიფოს სეზონურ სამუშაოებზე

საქართველოს მოქალაქეებს, როგორც არალეგალებს, მეზობელ სახემწიფოში  მუშაობის პერიოდში ბევრი პრობლემა ექმნებათ. ხშირია შემთხვევები, როცა დამსაქმებლები  კუთვნილი ანაზღაურების გადახდაზე უარს ეუბნებიან და გაპროტესტების შემთხვევაში ჟანდარმის გამოძახებით ემუქრებიან.

 მეზობელ სახელმწიფოში  სამუშაოდ გამგზავრებამდე თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  ოფიციალურ ვებ-გვერდზე უცხო ქვეყნის მოქალაქემ განაცხადი უნდა შეავსოს , რომელიც შემდეგ იმ რაიონის გამგეობას ეგზავნება, სადაც ის უნდა დასაქმდეს.  ბოლო პროცედურა კი უწყებისგან ისეთი საბუთის მიღებას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც,  დასაქმებული მუშაობის სპეციალური ნებართვის აღებისგან თავისუფალია.  ის,  ვინც ასეთ დოკუმენტს მიიღებს სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმებულად ითვლება,  ასევე დაცულია ექსპლუაციისა და მოტყუებისგან

სეზონურ სამუშაოებზე დიდი მნიშვენლობა ექცევა სამუშაოს სახეობასაც.  თურქული მხარე სპეციალური ნებართვის გარეშე მუშაობის შესაძლებლობას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგში, ჩაისა და თხილის პლანტაციებში აძლევს. იმ შემთხვევაში თუ,  დასაქმებული ნებადართულ პერიოდში სხვა სამსახურში ჩაერთვება, ეს დარღვევად ჩაეთვლება და შესაძლოა მისი დეპორტაციაც მოხდეს.

საკონსულტაციო კომპანია ,,დასტურის’’ ხელმძღვანელ, მიხეილ ჭაღალიძის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში კი, საქართველო მოქალაქეებს, თუ წარმოექმნებათ ანაზღაურების აღებასთან დაკავშირებული პრობლემები, შეეძლებათ მიმართოთ სამართალდამცავ უწყებებს.

,,უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში კი, საქართველო მოქალაქეებს, თუ წარმოექმნებათ ანაზღაურების აღებასთან დაკავშირებული პრობლემები, შეეძლებათ მიმართოთ სამართალდამცავ უწყებებს და მოითხოვონ შესამაბისი რეაგირება.  ამ შემთხვევში,  მათ არ დაემუქრებათ დეპორტაციის საფრთხე,  რომელიც  მოსალოდნელია კანონზე გვერდის ავლის შემთხვევაშიც.  – მიხეილ ჭაღალიძე, საკონსულტაციო კომპანია ,,დასტურის’’ ხელმძღვანელი.

  გასულ წელს, ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით  ახალი რეგულაციები ამოქმედდა. საინფორმაციო კამპანიაში, რომელიც მეზობელ სახელმწიფოში  არარეგალურად დასაქმებული ქართველი მოსახლეობის ინფორმირებას გულისხმობდა. ითვალისწინებენ თუ არა ქარველი მოსახლეობა ამ რეკომენდაციებს,  ძნელად სათქმელია. სტატისტიკა კი,  თუ რამდენმა ისარგებლა მეზობელი სახელმწიფოს დაწესებული შეღავათებით, ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

ანნა ბაჟუნაიშვილი