„მედია და საზოგადოებრივი დისკურსი არასწორად წარმოგვიდგენს სურათს, რაც ევროპაშია”

0
15
„მედია და საზოგადოებრივი დისკურსი არასწორად წარმოგვიდგენს სურათს, რაც ევროპაშია

” ხშირად მედია და საზოგადოებრივი დისკურსი არასწორად წარმოგვიდგენს იმ სურათს, რომელიც ევროპაში”, – ამის შესახებ მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა “სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის” პირველი ფორუმზე განაცხადა, სადაც მონაწილეებმა დეცენტრალიზაციის რეფორმის, რეგიონული უთანაბრობისა და ინტერმუნიციპალური კავშირების ფორმირების შესახებ იმსჯელეს.

ჟორჟოლიანის  განცხადებით, რეგიონული უთანაბრობა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მდგენელი იმ პრობლემებისა, რასაც უთანასწორობა ქმნის. საქართველო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში უთანაბრობის კუთხით ერთ-ერთი ლიდერია და ეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და დასაქმების სტრუქტურით არის განპირობებული.

მომხსენებელმა რეგიონული უთანაბრობის მიმართულებით არსებულ ევროპულ პოლიტიკასა და გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი არის ევროპის საერთო პოლიტიკა რეგიონული უთანაბრობის წინაღმდეგ.

„დღეს პრემიერმა აახსენა და მეც მინდა ვთქვა, დღეს არის ევროპის დღე და ხშირად მედია და საზოგადოებრივი დისკურსი არასწორად წარმოგვიდგენს იმ სურათს, რომელიც ევროპაშია. ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი არის ევროპის საერთო პოლიტიკა რეგიონული უთანაბრობის წინაღმდეგ. სწორედ ამაზე მიდის ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის ერთი მესამედი. ეს არის ყოველი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, იმისთვის, რომ ქვეყანაში ადამიანს შეეძლოს ღირსეულად ცხოვრება“,-განაცხად გია ჟორჟოლიანმა.

გია ჟორჟოლიანმა უთანაბრობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, დასაქმების პრობლემა დაასახელა. მისივე თქმით, კარგი იქნება თუ გუბერნატორების ოფისები რეგიონების განვითარების ცენტრებად გადაიქცევიან და მათი მთავარი ფუნქცია რეგიონის განვითარებაზე ზრუნვა, გეგმების შედგენა, მათი რეალიზება და მონიტორინგი იქნება.

ipress.ge