უკრაინული ეკონომიკის საოცრების საიდუმლოება

0
32
უკრაინული ეკონომიკის საოცრების საიდუმლოება

2018 წლის იანვარ-თებერვალში უკრაინული პრუდუქციის ექსპორტმა ევროპულ ბაზარზე შეადგინა 3.324 მილიონი დოლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.2%-იაი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო იმპორტირებული პროდუქცისს მაჩვენებელი 3.308 მილიონ დოლარს შედგენს (17.8% ზრდა). აქედან გამომდინარე, დაფიქსირებულია დადებითი სავაჭრო სალდო 16 მილიონი დოლარის ოდენობით.

თუ ჩვენ უკრაინულ-ევროგაერთიანების სავაჭრო მოდელების თვალსაზრისით შევაფასებთ სიტუაციას, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ საინვესტიციო მხარდაჭერა უკიდურესად დაბალი იყო და საკრედიტო ძირითადად მიმართული იყო საგარეო ვალის გასტუმრებით და არა ქვეყნის შიგნით სტრუქტურული ტრანსფორმაციის სტიმულირებით. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ინტეგრაცია ევროკავშირის სავაჭრო სივრცეში განხორციელდა ომის ფონზე, რასაც ტერიტორიების ანექსია და სამხრეთ-აღმოსავლეთის სამრეწველო პოტენციალის განადგურება მოჰყვა. ეკონომიკაზე დიდი გავლენა იქონია, ასევე საგარეო სავაჭრო შოკებმა, რაც ძირითადად რუსეთის ფედერაციის და დსთ-ს ქვეყნების მნიშვნელოვანი სავაჭრო ნაწილის დახურვით იყო გამოწვეული. გარდა ამისა, მოხდა სატრანზიტო სასაქონლო არხების შევიწროება, რასაც არ შეიძლება გავლენა არ მოეხდინა სავაჭრო ოპერაციებზე აზიის ქვეყნებთან – პირველ რიგში კი ჩინეთთან.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს წინაშეა ნამდვილი უკრაინული ეკონომიკური სასწაული, რომელიც ეკონომიკური სუბიექტების მაღალი წინააღმდეგობის ხარჯზე განხორციელდა. უკრაინამ დიდი ცვლილებები განხორციელა სხვადასხვა მიმართულებით, რაზეც გარე ფაქტორებმა იქონია გავლენა. მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ იმპორტ/ექსპორტის სტრუქტურის შეცვლა, არამედ მთელი ეკონომიკის რეორგანიზება. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ ევროპამ მიიღო მნიშვნელოვანი უპრეცედენტო ზომები, რათა უკრაინა შესულიყო მათ ბაზარზე. აქ საუბარი იყო გარკვეულ პროდუქციაზე სავაჭრო ვალდებულებების შემცირებაზე და ასევე ევროკავშირში ექსპორტირებულ რძეზე და რძის პროდუქტებზე ხარისხის გაზრდაზე. გადაჭარბება არ იქნება იმის თქმა თუ ვიტყვით, რომ უკრაინის მიმართ დაწესებული მოთხოვნა იყო ბევრად რბილი ვიდრე თურქეთის მისამართით დაწესებული გარკვეული ვალდებულებები.

2017 წლის იანვარ-თებერვალში უკრაინის ექსპორტმა ევროპაში შეადგინა 2.48 მილიარდი დოლარი, ხოლო იმპორტმა 3.12 მილიარდი დოლარი. შესაბამისად სავაჭრო სალდო 636 მილიონი დოლარით იყო დეფიციტური. გარდა ამისა, ამავე წელს გაიზარდა ელექტროტექნიკის, მოწყობილობების, საინჟინრო პროდუქტების მარაგი, რომელიც არ არის კვოტებზე დამოკიდებული. საინტეერსოა უკრაინის სავაჭრო ოპერაციების სტრუქტურის ანალიზი ევროკავშირის ქვეყნებთან. მარცვლეულის ექსპორტი ორი თვის განმავლობაში შეადგენდა $ 992 მლნს / იმპორტი $ 62.4 მლნს, მცენარეული და ცხოველური ზეთები – $ 701 მილიონი / $ 38.1 მილიონი, კვების პროდუქტები $ 460 მლნ / $ 325 მილიონი, ხე და ხის პროდუქცია – $ 227 მლნ / $ 42.7 მილიონი, ფერადი ლითონები – $ 1,710 მილიონი / $ 184 მილიონი. ეს კატეგორია განეკუთვნება ჭარბ სასაქონლო ჯგუფს. მეორეს მხრივ კი არსებობს დეფიციტური პროდუქტების კატეგორია ვაჭრობისთვის. ფარმაცევტული საშუალებები – 25 მილიონი / 292 მილიონი, სასუქის 17.7 მილიონი / 212 მილიონი, ტრანსპორტი – 86.6 მლნ / 594 მილიონი, საწვავი – $ 135 მილიონი / $ 1,741.

ასევე არსებობს ე.წ. დაბალანსების წარმოება, სადაც სავაჭრო დეფიციტი შეიძლება გადაილახოს მომავალი ორი წლის განმავლობაში. ამისათვის კი აუცილებელია ამოქმედდეს დამატებითი შიდა წახალისება. ასეთ სექტორებს განეკუთვნება: ქსოვილები – $ 135 მილიონი / $ 284 მლნ, ფეხსაცმელი – $ 33.6 მილიონი / $ 57.7 მილიონი, ბოილერები, რეაქტორები – $ 257 მილიონი / $ 886 მილიონი, ელექტროტექნიკა – $ 474 მილიონი / $ 708 მილიონი, მანქანები და მოწყობილობა – $ 732 მილიონი / $ 1,594 მილიონი. ეს სტრუქტურული რეფორმების სწორედ ის მიმართულებებია, სადაც ქვეყნის ექსპორტის სამომავლო ზრდის რეზერვები არსებობს.

რაც შეეხება ვაჭრობის დინამიკას ევროპის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან და ჩეხეთის რესპუბლიკასთან სავაჭრო ოპერაციები პრაქტიკულად დაბალანსებულია. ქვეყნის ექსპორტი აღემატება იმპორტს ისეთ ქვეყნებთან ვაჭრობისას როგორიცაა: უნგრეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, პორტუგალია, ჰოლანდია, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი. მეორეს მხრივ კი შეინიშნება დეფიციტური ვაჭრობა გერმანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, ბელგიასთან, საფრანგეთთან, შვედეთთან, შვეიცარიასთან. მთლიანობაში კი, ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის ექსპორტის 45% მოიხმარენ და იკავებენ 40.8 პროცენტს იმპორტში. შედარებისთვის: დსთ-ს ქვეყნებთან ეს მაჩვენებლები 13.7% და 23.6% შეადგენს. ვაჭრობის დეფიციტმა დსთ-ს ბაზრებთან ორი თვის განმავლობაში თითქმის მილიარდ დოლარს მიაღწია. აქვე აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ბუნებრივი გაზის მიწოდება სავაჭრო სტრუქტურაში ევროპასთან ა და არა რუსეთის ფედერაციასთან. სინამდვილეში კი უკრაინა დსთ-სთვის არის სავაჭრო სპონსორი, ისევე როგორც აშშ-სა და ჩინეთისთვის. ევროკავშირის ბაზარზე შესვლის პროცესი უკრაინისთვის ქაოტურად მიმდინარეობს.

ყველა ამ მოქმედებაში არ ჩანს მთავარი შტრიხი. პირველ რიგში, პრაქტიკულად არ არსებობს ევროპული ვექტორის სტიმულირება სახელმწიფოს მიერ. პირდაპირი სუბსიდიები მსხვილი ქათმის მწარმოებლებისთვისაა გამოყოფილი, მაგრამ პრაქტიკულად არ აისახება ეს ყველაფერი ფერმერული მეურნეობის სისტემაში. სახელმწიფომ ვერც კი უმკლავდება თავის ძირითად ფუნქციას – უზრუნველყოს სანიტარიული უსაფრთხოება და კონტროლი. მეორეს მხრივ კი ღორის ვირუსმა დიდი ზიანი მიაყენა წარმოებას, დაიხურა უცხოური ბაზრები და მხოლოდ ამ წელს განხორციელდა გარკვეული ცვლილებები და სიტუაცია ოდნავ გამოსწორდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვლილია რამდენიმე ასეული მილიონი უკრაინული გრივნა ვირუსთან საბრძოლველად და პროფილაქტიკისთვის. ეს ალბათ ჭკვიანურია, ვინაიდან უმჯობესია დახარჯო მილიონები და არ დაკარგო მილიარდები. მეორეს მხრივ კი, სატრანზიტო არხები და საბაჟო სისტემები ძალიან ცუდად ვითარდება ქვეყანაში. უკრაინა ჯერ კიდევ შორს არის იმ სტანდარტებიდან რაც ევროპის ქვეყნებს გააჩნია ამ მიმართულებით.

ევროპული ბაზრის ათვისება მსხვილი კომპანიების ხარჯზე ხდება

მცირე და საშუალო ზომის ბიზნესისთვის, ევროპულ ბაზარზე შესასვლელი ბილეთი ჯერ კიდევ მიუწვდომელია. მცირე და საშუალო ბიზნესს გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები გააჩნია. მათ არ აქვთ საშუალება სწრაფად გაიარონ საბაჟო პუნქტი, არ აქვთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა წესები მოქმედებს საგარეო ბაზრებზე. საოცარია ის ფაქტი, რომ უკრაინის უნივერსიტეტები ათასობით ეკონომისტს და იურისტებს ამზადებენ საბიუჯეტო თანხებით. ამ კადრებს კი ძირითადად კერძო სექტორის წარმომადგენლები იყენებენ. სახელმწიფომ ვერ შეძლო შეექმა ისეთი სისტემა, რომელიც ამ ახალგაზრდა ენერგიულ ადამიანებს დაასაქმებდა მცირე და საშუალო ბიზნესში. მაგალითისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ესტონეთში მეწარმეობის განვითარების ფონდის შექმნის გამოცდილება. ეს არის მეწარმეობის, სახელმწიფო მხარდაჭერის უდიდესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ფინანსურ დახმარებას, არამედ საკონსულტაციო, ბიზნეს დაგეგმარებას, მეწარმეობის მომზადებას, არა მარტო სამრეწველო სექტორიდან, არამედ მეცნიერების სფეროდან და ეკონომიკის მესამე სექტორიდან. ფონდის კიდევ ერთი მიზანია შექმნას ცხოვრებისთვის ხარისხიანი გარემო, კონკურენტუნარიანი შრომითი რესურსები და ასევე ესტონეთის საქონლისა და მომსახურების ხელშეწყობა და მათი მომზადება უცხოურ ბაზრებზე გასატანად. ფონდის მიზანია მეწარმეებს ხელი შეუწყოს საბაჟო საქმიანობის წარმართვაში, გარე ბაზრებზე არსებული მდგომარეობის გაცნობაში, ლოგისტიკა და სატრანსპორტო სისტემებთან ურთიერთობაში. ფონდის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მრეწველობის სტიმულირება მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალით და დამატებული ღირებულების მაღალი დონით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა,ინვესტიციების მოზიდვა. სწორედ ასეთმა ფონდების არსებობას შეუძლია აღნიშნული პროექტების განხორციელება და არა სამინისტროებს, რომლებიც არ არიან ფუნქციურად მზად ასეთი პროექტებისთვის.

უკრაინა პრაქტიკულად არ იყენებს დიპლომატიურ პოტენციალს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში, პირველ რიგში კი ევროკავშირთან მიმართებაში.

უკრაინის საელჩოები უნდა ყოფილიყვნენ რეალური სავაჭრო ობიექტები, არა მხოლოდ ეროვნული ბიზნესის ხელშეწყობაში, არამედ უკრაინული ეკონომიკური ინტერესების ლობირება, მაგალითად, მსხვილ შეკვეთებსა და კონტრაქტებში. ამის ნაცვლად კი უკრაინული დიპლომატიური მისიები გვაგონებენ ‘’მძინარე საბჭოთა ელჩებს’’, და არა როგორც თანამედროვე სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რომლებსაც სურთ, რომ დამკვიდრნენ კონსერვატულ, საერთაშორისო ბაზარზე. საკმარისია შევიხედოთ უკრაინის საელჩოების საიტზე,  სადაც ინფორმაციის განახლება ფაქტიურად არ მიმდინარეობს. ჯერჯერობით არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და შრომითი მიგრანტების ორგანიზაციებს შორის რეალური ‘’ჯაჭვი’’. როგორც ჩინეთის, თურქეთის და ისრაელის მაგალითი გვიჩვენებს, ნაციონალური ბიზნესი ყოველთვის წარმატებით მიიწევდა წინ საერთაშორისო ბაზრებზე შრომითი მიგრანტების დახმარებით. მიგრანტები მხარს უჭერდნენ ბიზნესს საკუთარი ქვეყნიდან და ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ახალ შესაძლებლობებს ავითარებდა. ცხადია, რომ ზემოთ აღნიშნული ზრდის წახალისების, კონკურენტული უპირატესობების გამოყენების და არსებული რესურსის გამოყენების შემთხვევაში უკრაინა ევროპის სავაჭრო ბაზარზე წამყვან პოზიციას დაიკავებდა.

 

მოამზადა ლევან ლაგვილავამ